არალითონები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
r2.7.3) (ბოტის დამატება: ru:Неметаллы
ხაზი 119: ხაზი 119:
[[qu:Mana q'illay]]
[[qu:Mana q'illay]]
[[ro:Nemetal]]
[[ro:Nemetal]]
[[ru:Неметаллы]]
[[sh:Nemetali]]
[[sh:Nemetali]]
[[simple:Nonmetal]]
[[simple:Nonmetal]]

06:59, 4 მარტი 2013-ის ვერსია

არალითონები — ქიმიური ელემენტები ტიპიური არალითონური თვისებებით, იკავებენ პერიოდული სისტემის მარჯვენა ზემოთა კუთხეს. შესაბამისი პერიოდების მთავარ ქვეჯგუფებში მათი განლაგება შემდეგია:

ჯგუფი III IV V VI VII VIII
II პერიოდი B C N O F Ne
III პერიოდი Si P S Cl Ar
IV პერიოდი As Se Br Kr
V პერიოდი Te I Xe
VI პერიოდი At Rn

გარდა ამისა, არალითონებს განეკუთვნება წყალბადი და ჰელიუმი.

არალითონების თვისებრივი განსაკუთრებულობა არის (ლითონებთან შედარებით) ელექტრონების დიდი რაოდენობა მათი ატომების გარე ენერგეტიკულ შრეზე. ეს განსაზღვრავს მათ უფრო მეტ შესაძლებლობას დამატებითი ელექტრონების მიზიდვისა და უფრო მეტი მჟავური აქტივობის გამოვლენას, ვიდრე ლითონებში.

არალითონებს აქვს მაღალი ელექტროუარყოფითობა და მაღალი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალი.

არალითონების იონიზაციის ენერგიის მაღალი მაჩვენებლების გამო, მათ ატომებს შეუძლიათ კოვალენტური ბმის წარმოქმნა სხვა არალითონებსა და ამფოტერულ ელემენტებთან. ტიპიური ლითონების შეერთების განსაკუთრებულად იონური ბუნებისგან განსხვავებით, უბრალო არალითონური ნივთიერებები, ასევე არალითონების კავშირებს აქვთ კოვალენტური ბუნების აგებულება.

თავისუფალი სახით ყოფნა შეუძლიათ აირისებურ არალითონურ მარტივ ნივთიერებებს — ფტორს, ქლორს, ჟანგბადს, აზოტს, წყალბადს, ინერტულ აირებს, მაგარ არალითონებს — იოდი, ასტატი, გოგირდი, სელენი, ტელური, ფოსფორი, დარიშხანი, ნახშირბადი, სილიციუმი, ბორი. ოთახის ტემპერატურაზე თხევად მდგომარეობაში არსებობს ბრომი.

იხილეთ აგრეთვე

თარგი:Link FA