პლაგიატი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
734 ბაიტი დაემატა ,  10 წლის წინ
ტერმინს "პლაგიატი" არ აქვს ბოლომდე განსაზღვრული მნიშვნელობა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეუძლებელია მისი ცალსახად გამიჯვნა ისეთ მომიჯნავე ტერმინებთან, როგორიცაა – "მიბაძვა", "ნასესხობა", "თანაავტორობა". ყოველ შემთხვევაში, ცალკეულ იდეათა თანხვედრა არ არის პლაგიატი, რადგან ყოველი ახალი თხზულება ეფუძნება იდეებს, რომლებიც ავტორს არ ეკუთვნის. ამასთან, ზოგი ადამიანი, რომელიც გარკვეულ აზრამდე მივა, ხშირად საკუთარ თავს ჭეშმარიტების "კოლუმბად" თვლის და რადგან არ სურს იცოდეს რამე თავის წინამორბედებზე, საკუთარი აზრების ყოველ განმეორებას თავისი უფლებების შელახვად თვლის.
 
სინამდვილეში, პლაგიატის ობიექტი არის არა იდეა, არამედ მისი გაფორმება, გარეგნული მხარე. ლიტერატურულ ნაწარმოებებს, რომლებიც შინაარსის მიხედვით ახალს არაფერს შეიცავენ, მიუხედავად ამისა, აქვთ თავისებური ფორმა, აზრის გამოთქმის ახალი შეფერილობა; მხოლოდ თხზულების ამ ღრმად ინდივიდუალური მხარის მითვისება შეიძლება ჩაითვალოს პლაგიატად. ამიტომ, არ შეიძლება ჩაითვალოს პლაგიატად [[ფაბულა|ფაბულის]] სესხება ([[შექსპირი]]ს ბევრი დრამისა და [[ალექსეი ტოლსტოი]]ს ზღაპრების სიუჟეტი ნასესხებია), არც მზა მხატვრული ხერხები, რომ არაფერი ითქვას მსოფლიო ლიტერატურაში ცნობილი ხასიათების ([[დონ ჟუანი]], [[ფაუსტი]]) ახალ გადამუშავებაზე.
 
== საინტერესო ფაქტები ==
5 083

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ