სოფიო აგუმაა
სოფიო აგუმაა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
20 დეკემბერი, 1939 დურიფში, გუდაუთის რაიონი |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
სოფიო აგუმაა (აგუმავა) (დ. 20 დეკემბერი, 1939, დურიფში) — საბჭოთა და აფხაზი მსახიობი, თეატრის რეჟისორი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1981), აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო არტისტი (1985).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1956 წელს სწავლა დაიწყო თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე (პედაგოგები: ა.ხორავა, ა. ფაღავა). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1960 წლიდან 1994 წლამდე მუშაობდა აფხაზეთის ჭანბას სახელობის დრამატული თეატრში. იყო წამყვანი მსახიობი.
თეატრში მუშაობის პერიოდში სწავლობდა სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში „გუნდის დირიჟორის“ ფაკულტეტზე. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სასწავლებელში მუშაობდა „სავალდებულო დირიჟორობის“ საგნის პედაგოგად. მსახიობმა 70-ზე მეტი როლი განასახიერა აფხაზურ დრამატულ სცენაზე. ასევე მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში. გადაღებულია ისეთ ფილმებში, როგორიცაა: „შავი ზღვის ნაპირზე“ (1975), „ხავერდოვანი სეზონი“ (1978), „ოგარიოვის 6“ (1980), „კანონიერი ქურდები“ (1989) და სხვა.
1995 წელს სათავეში ჩაუდგა თავისივე ინიციატივით შექმნილ, აფხაზეთის კულტურულ ცენტრ „აბაზასთან“ არსებულ კერძო თეატრს.
აფხაზეთის სახტელერადიოკომიტეტთან თანამშრომლობით, როგორც დამდგმელმა რეჟისორმა და სცენარისტმა და მსახიობმა, გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმები.
1999 წლის სოფიო აგუმაას ინიციატივით აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე გაიხსნა სპეციალური განყოფილება: „თეატრისა და კინოს მსახიობი“.
2014 წლის აგვისტოში დაინიშნა აფხაზეთის სახელმწიფო ახალგაზრდული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1971 — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი[1]
- 1981 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[2]
- 1985 — აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო არტისტი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Аргун А. Х. Софа Агумаа. — Сухум, 1995.
- Абхазский биографический словарь. Под ред. В. Ш. Авидзба. АбИГИ. Сух., — М., 2015. — с.38-39.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სოფიო აგუმაა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- სოფიო აგუმაა — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- Жизнь от трагедии до комедии: творческий путь Софы Агумаа
- Софа Агумаа отмечает 80-летний юбилей
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 20 დეკემბერი
- დაბადებული 1939
- თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- აფხაზი მსახიობები
- საბჭოთა მსახიობები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო არტისტები
- XX საუკუნის ქალი მსახიობები
- XXI საუკუნის მსახიობი ქალები