სოფია იაბლონსკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფია იაბლონსკა
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1907(1907-05-15)
დაბადების ადგილი ტარასოვკა
გარდაცვალების თარიღი 4 თებერვალი, 1971(1971-02-04) (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი საფრანგეთი
დასაფლავებულია Vernouillet და Noirmoutier
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი და ფოტოგრაფი
მოქალაქეობა Flag of Austria-Hungary (1869-1918).svg ავსტრია-უნგრეთის იმპერია
მეუღლე ჟან უდენი
შვილ(ებ)ი Jacques Oudin

სოფია იაბლონსკა-უდენი (დ. 15 მაისი, 1907, ტარასოვკა, უკრაინა ― გ. 4 თებერვალი, 1971, საფრანგეთი) ― უკრაინელი და ფრანგი მწერალი, ჟურნალისტი, მოგზაური და ფოტოგრაფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფია იაბლონსკა 1907 წლის 15 მარტს გერმანოვში (შემდეგში ტარასოვკა) დაიბადა. პირველი მსოფლიო ომის დროს იაბლონსკა ტაგანროგში სწავლობდა. 1921 წელს მშობლიურ მხარეში დაბრუნდა.

სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, 1927 წელს პარიზში გადავიდა და დოკუმენტური კინოს გადაღების ტექნიკები აითვისა, რის შემდეგაც მოგზაურობა დაიწყო. საფრანგეთიდან მაროკოში იმოგზაურა, შემდეგ პორტ-საიდის, ჯიბუტისა და ცეილონის გავლით საფრანგეტის ინდოჩინეთში იმოგზაურა. იმყოფებოდა ლაოსში, კამბოჯაში, იუნანის პროვინციაში, სიამში, მალაის არქიპელაგზე, იავაზე, ბალიზე, ტაიტიზე, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში (აშშ და კანადა).

მისი მოგზაურობის შესახებ რეპორტაჟები გამოქვეყნდა ჟურნალებში: „Женская доля“, „Новая хата“, „Мы и мир“, „На встречу“, „Дело“, „Новые пути“.

ჩინეთში 15 წელი ცხოვრობდა, სადაც ფრანგ ჟან უდენზე იქორწინა. 1950 წელს ევროპაში დაბრუნდა და კვლავ პარიზში დასახლდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ კუნძულ ნუარმუტიეზე გადავიდა. სოფია იაბლონსკა 1971 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Энциклопедия украиноведения / Научное общество имени Тараса Шевченко. — Париж, 1955—2003. (უკრ.)
  • Калитовська М. Софія Яблонська: подорожник і людина // Сучасність. — 1971. — № 5. — С. 51—59. (უკრ.)
  • Клиновий Ю. Софія Яблонська — її найкращий твір // Сучасність. — 1977. — № 6. — С. 20—27. (უკრ.)
  • Передерій В. Світ Софії Яблонської // Дзвін. — 1998. — № 8/9.— С. 98—105. (უკრ.)
  • Погребенник Ф. Софія Яблонська: «Чар Марокко» та інші перлини // Всесвіт. — 1990. — № 3.— С. 151. (უკრ.)
  • Поліщук Я. Далекі обрії Софії Яблонської // Всесвіт. — 2006. — № 11—12. — С. 187—192. (უკრ.)
  • Поліщук Я. Навколосвітня мандрівка Софії Яблонської // Український журнал (Прага). — 2007. — № 3. — С. 6—7. (უკრ.)
  • Штуль К. З життя українців у світі. Замітка // Сучасність. — 1974. —№ 7/8. — С. 254. (უკრ.)
  • Українська діаспора: літературні постаті, твори, біобібліографічні відомості / Упорядк. В. А. Просалової. — Донецьк: Східний видавничий дім, 2012. — 516 с. (უკრ.)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]