სონ ჯუნ კი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სონ ჯუნ კი
Song Joong-ki at Style Icon Asia 2016.jpg
მშობ. სახელი კორ. 송중기, ინგლ. Song Joong-ki
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1985 (1985-09-19) (34 წლის)
ტეჯოი, სამხრეთი კორეა
მოქალაქეობა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2008-დან დღემდე

სონ ჯუნ კი (კორ. 송중기, ინგლ. Song Joong-ki, დ.19 სექტემბერი, 1985, ტეჯოი, სამხრეთი კორეა) — სამხრეთ კორეელი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სონ ჯუნ კი დაიბადა 1985 წლის 19 სექტემბერს ქალაქ ტეჯონში, სამხრეთი კორეა. საშუალო სკოლაში სწავლისას სონ ჯუნ კი დაკავებული იყო ციგურებზე სწრაფი სირბილით და მონაწილეობდა შეჯიბრებებში მშობლიური ქალაქის სახელით. ტრამვის მიღების შემდეგ ის იძულებული გახდა მიეტოვებინა სპორტი.

ის ყოველთვის კარგად სწავლობდა და ყველა საგანში უმაღლეს შეფასებას იღებდა. მან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე[1][2] 400-დან 380 ქულა დააგროვა და სონგიუგვანის პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლის მეორე კურსზე მან გადაწყვიტა სერიოზულად დაკავებულიყო სამსახიობო საქმით, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი ამის წინააღმდეგი იყო[3][4][5].

მისი სატელევიზიო პრემიერა შედგა შოუში KBS’s Quiz Korea, სადაც მან ფინალამდე მიაღწია და მეორე ადგილიც დაიკავა. ის ასევე მუშაობდა მოდელად სხვადასხვა ჟურნალისთვის.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008-2011: კარიერის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუნ კის კინოდებიუტი 2008 წელს შედგა, როცა ის გამოჩნდა ფილმში ყინულოვანი ყვავილი. მომდევნო წელს მან ითამაშა ფილმში ეროსის ხუთი გრძნობა, ასევე გააგრძელა გადაღება უმიშვნელო რელებზე. ამის გარდა ის იყო მუდმივი წამყვანი რადიოში KBS და მუსიკალურ პროგრამაში Music Bank - 2009-და 2010 წლის ჩათვლით. ის ასევე მონაწილეობდა შოუში მორბენალი კაცი. 2010 წელს ის სამედიცინო ფილმ ექიმ გინეკოლოგებში გამოჩნდა ექიმ ან გიუ უს როლში და ფილმში ცხოველებზე გულწრფელი თათები 2.

ნამდვილი წინსვლა და პირველი დიდი როლი ტელევიზიაში გახდა მერვე საუკუნის ეპოქის ახალგაზრდა ბიჭის, კუ იონჰას როლი ტელესერიალში სონგიუნგვანის სკანდალები. მიუხედავად სტაბილური მაგრამ არც თუ ისე მაღალი რეიტინგებისა, დრამამ საკუთარი მაყურებელი მაინც იპოვა და ჯუნ კის ბრომანსი იმ დროს უცნობ იუ ა ინასთან მათში დიდ ინტერესს აღძრავდა.

2011 წელს მან გამოსცა წიგნი Beautiful Skin Project - სახელმძღვანელო მამკაცის კანის მოვლისთვის, რომელიც ბესცელერად იქცა ერთ თვეში. იაპონიაში წიგნი 2013 წელს გამოიცა. 2010 წლის დასასრულს ის ველოტურშ იღებდა მონაწილეობას, სიდნეიში. 2011 წელს ტელევიზიით აშუქებდნენ მსახიობის იაპონიაში მოგზაურობას, რომელსაც I’m Real: Song Joong ki ერქვა.

2011 წელს უმუშევრის როლი ითამაშა კომედიურ ფილმში ხარბები. ჯუნ ის შესრულებამ კრიტიკოსთა დადებითი შეფასება დაიმსახურა, მათ მის ქარიზმატულობას გაუსვეს ხაზი.

2012-2015: მთავარი როლები და ჯარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი 2012 წელს აღწერს, როგორც ფენომენალურ წელს მის კარიერაში. მან შეასრულა მთავარი როლი ფანტასტიკურ-რომანტიკულ ტრილერში მაშველი ბიჭი, რომლის პრემიერაც 2012 წელს ტორონტოს საერთაშორისო ფესტივალზე შედგა. ამ როლზე მუშაობამდე სონ ჯუნ კი უყურებდა დოკუმენტური ჟანრის ფილმებს ბუნებაზე და აკვირდებოდა ქუჩაში მცხოვრებ მაწანწალა ძაღლებს, რომ ესწავლა და შეეთვისებინა, შემდეგ კი განესახიერებინა მათი ქმედებები. ასევე პერიოდულად უყურებდა ტიმ ბარტონის, პიტერ ჯექსონისა და მეტ რივზის ფილმებს. ფილმი მაშველი ბიჭი პუსანის საერთაშორისო ფესტივალზე აჩვენეს და ის ყველა დროის ყველაზე წარმატებულ კორეულ მელოდრამად იქცა. გაყიდულ იქნა შვიდ მილიონზე მეტი ბილეთი.

იმავე წელს მსახიობმა მიიღო პირველი მთავარი როლი ტელევიზიაში - ტელესერიალში ლამაზი ბიჭი. მისმა გმირმა მაყურებლებისა და კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა. ტელესერიალმა დიდი პოპულარობა და კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა. ამ ორი ფილმის შემდეგ ჯუნ კიმ სახელი დაიმკვიდრა როგორც მაშველმა მსახიობმა მელოდრამასა და სატელევიზიო პროგრამებში. 2013 წლის თებერვალში, როცა IHQ-ს სააგენტოსთან დადებულ კონტრაქტს ვადა გაუვიდა, ჯუნ კიმ Blossom Entertainment-თან დაიწყო თანამშრომლობა.

სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევამდე ჯუნ კიმ 2013 წლის 17 აგვისტოს ფანებთან შეხვედრა მოაწყო. 27 აგვისტოს ის ჩაირიცხა ას მეორე საბრძოლო ბანაკში - ჩჰუნჩჰონში. ის ქვეითთა განაყოფში მსახურობდა. ის მონაწილეობდა საპატრულო და დაზვერვით მისიებში. მისი დემობილიზაცია მოხდა 2015 წლის 26 მაისს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 5 ივლისს გამოცხადდა, რომ სონ ჯუნ კი დანიშნულია სონ ჰე გიოზე, რომელთან ერთადაც თამაშობდა სერიალ მზის შთამომავლებში. წყვილმა იმავე წლის 31 ოქტომბერს იქორწინა. ქორწილს მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის იყვნენ: პაკ ბო გომი, ლი კვან სუ და იუ ა ინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 편집국. “| 송중기│나무가 자란다텐아시아“, 텐아시아, 2009-02-10. წაკითხვის თარიღი: 2017-08-31. (ko-KR) 
  2. 편집국. “| 송중기│My name is..텐아시아“, 텐아시아, 2009-02-10. წაკითხვის თარიღი: 2017-08-31. (ko-KR) 
  3. 송중기 성균관大 졸업사진 "학사모도 빛나" : 스포츠조선. sports.chosun.com (2012-02-06). წაკითხვის თარიღი: 2017-08-31.
  4. Bahk Eun-ji. “Song Joong-ki in news anchor role (VIDEO)“, The Korea Times, 2016-03-16. წაკითხვის თარიღი: 2017-08-31. (en) 
  5. 본지 단독 - 대세남의 아버지를 대전에서 만났다! 내 아들 송중기. ju-bu.com. წაკითხვის თარიღი: 2017-08-31.