სონია ჯატიევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სონია მიხეილის ასული ჯატიევა (ძადთიათი) (დ. 24 აგვისტო [ძვ. სტ. 12 აგვისტო], 1896, თბილისი — გ. 23 თებერვალი, 1980 , ცხინვალი) — ოსი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1957). ოსური სცენის ვეტერანი. 1910–1921 წლებში წარმატებით გამოდიოდა თბილისის სახალხო სახლის ოსური დრამატული წრის წარმოდგენებში. 1934–1957 წლებში იყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ცხინვალის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის ცხინვალის დრამატულ თეატრში მსახიობი. მისი შემოქმედება გამოირჩეოდა მხატვრული ზომიერების გრძნობით, უშუალობით, სცენური სიმართლით. როლებიდან აღსანიშნავია: ასიათი (ელბიზდიკო ბრიტიათის „ორი და“), მაშიკო (ავქსენტი ცაგარელის „ციმბირელი“), მაგდანა (დ. თუაევის „ზღაპარი“), ბიკე (გ. მუხთაროვის „ალანის ოჯახი“), ანა (მაქსიმ გორკის „ფსკერზე“) და სხვა. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]