სონა ახუნდოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სონა ახუნდოვა
Sona Axundova
დაბ. თარიღი 23 აგვისტო, 1896
დაბ. ადგილი შემახა, შემახის მაზრა, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 27 იანვარი, 1982 (85 წლის)
გარდ. ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
სამეცნიერო სფერო მედიცინა
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
სამეცნიერო წოდება პროფესორი
ჯილდოები ლენინის ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი

სონა ახუნდოვა-ბაღირბაიოვა (აზერ. Axundova-Bağırbəyova Sona Əbdül qızı; დ. 23 აგვისტო, 1896, შემახა — გ. 27 იანვარი, 1982, ბაქო) — აზერბაიჯანელი საბჭოთა სამეურნეო, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1952), აზერბაიჯანის სსრ მენიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1964) და ექიმი (1960).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1896 წელს, ქალაქ შემახაში, მოსამსახურეთა ოჯახში. პირველადი განათლება მიიღო ჰაჯი ზეინაბაბდინ თაგიევის მიერ ორგანიზებულ გოგონათა გიმნაზიაში და დარჩა წმინდა ნინას პანსიონში. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. რევოლუციის გამო იძულებული გახდა ბაქოში დაბრუნებულიყო (1918), სადაც მან სწავლა არ გააგრძელა. აქტიური მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში. სწავლა განაგრძო მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე და 1923 წელს მიიღო დიპლომი მედიცინაში. სტუდენტობის დროს იგი შეხვდა ნარიმან ნარიმანოვს, ყაზანფარ მუსაბეიოვს, სულთან მაჯიდ ეფენდიევს. კარიერის ადრეულ წლებში მუშაობდა საავადმყოფოებში ბაქოში, განჯაში, ევლახში და მონაწილეობდა აზერბაიჯანში ფართოდ გავრცელებული ტრაქომიისა და თვალის არაინფექციური დაავადებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. დიდი სამამულო ომის დროს ბაქოს საავადმყოფოში დაჭრილებს უწევდა სამედიცინო დახმარებას.

1970 წელს წელს აირჩიეს აზერბაიჯანის ინსტიტუტის თვალის დაავადებათა კათედრის საპატიო სამეცნიერო მრჩევლად. იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი; დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 AXUNDOVA-BAĞIRBƏYOVA Sona Əbdul qızı — Şamaxı Ensiklopediyası