შინაარსზე გადასვლა

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო
Հայաստանի արտակարգ իրավիճակների նախարարություն
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო
სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ლოგო
უწყების შესახებ
შეიქმნა 2008 წლის 21 აპრილს
მთავარი სამმართველო 109 ანასტას მიკოიანის ქუჩა, დავტაშენის რაიონი, ერევანი


საიტი
http://www.mes.am/hy/

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო (Հայաստանի արտակարգ իրավիճակների նախարարություն) — სამთავრობო სააგენტო, რომელიც ზედამხედველობს სომხეთის გადაუდებელი სიტუაციების სამსახურს. სამინისტრო ჩამოყალიბდა პრეზიდენტის ბრძანებით 2008 წლის 21 აპრილს.

სამინისტროს დაარსებას წინ უძღვოდა სამოქალაქო თვადაცვის შტაბი, რომელიც სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში 1961 წლიდან არსებობდა. 1988 წლის სომხეთის მიწისძვრამ (სპიტაკის მიწისძვრა), საბჭოთა სომხეთში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის არაეფექტურ მუშაობას გაუსვა ხაზი, რაც შემდგომში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. სომხეთის უმაღლესი საბჭოს მიერ სომხეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დეკლარაციის შემდეგ შეიქმნა საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი, რომლის პირველი ხელმძღვანელი იყო სტეპან ბადალიანი. 1997 წლის 4 სექტემბერს შეიქმნა სამაშველო სწრაფი რეაგირების განყოფილება, რომლის ძირითადი ამოცანებია კატასტროფის ზონაში სამაშველო ოპერაციების უმოკლეს დროში განხორციელება,მოსახლეობის საფრთხეში ყოფნის შემთხვევაში კი მათთვის დახმარების გაწევა. 1994 წელს სომხეთი გახდა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი. 2005 წლის დეკემბერში საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს ეწოდა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ- ადმინისტრაციის სამაშველო სამსახური.

სომხეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა სამსახური გადააკეთა 2008 წლის 21 აპრილს, როგორც საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, ხოლო მჰერ შაჰგელდიანი საგანგებო სიტუაციების პირველი მინისტრი გახდა. 2014 წლის დეკემბერში სამინისტრო შეუერთდა ტერიტორიულ- ადმინისტრაციის სამინისტროს და მხოლოდ ორი წლის შემდეგ გახდა დამოუკიდებელი.[1]

სტრუქტურა და მოვალეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციის გამოცხადების დროს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. ის ასევე ვალდებულია გამოიყვანოს სომხეთის მოქალაქეები ბუნებრივი კატასტროფებისა და უბედური შემთხვევების ადგილებიდან.

სამინისტრო დაკომპლექტებულია 4 ძირითადი სააგენტოსგან:

სამაშველო სამსახური

სეისმური დაცვის ეროვნული სამსახური

სახელმწიფო რეზერვების სააგენტო

ტექნიკური უსაფრთხოების ეროვნული ცენტრი

სამინისტრო იყენებს ლორის პროვინციაში სტეპანაავნის აეროპორტს ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, სამაშველო სამსახურის დასახმარებლად. იქ განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავებში შედის ბერიევის Be-200 ტიპის თვითმფრინავი, რომლებიც მათ რუსეთის სახელმწიფოსგან შეიძინეს.[2]

საგანგებო სიტუაციების სამინისტრო

სამონისტო ცხრა განსხვავებული ჯილდოთი უზრუნველყოფს განსაკუთრებული თანამშრომლების წახალისებას:[3]

მედალი "დიდების ჯვარი"

მედალი "თანამეგობრობისთვის ხსნის სახელით"

მედალი "უმწიკვლო სამსახურისთვის"

მედალი "საუკეთესო მეხანძრე-მაშველი"

მედალი "მამაცი მაშველი"

მედალი "სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს დამსახურებული თანამშრომელი"

მედალი "პრევენცია, დახმარება, გადარჩენა"

მედალი "სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვეტერანი"

სამკერდე ნიშანი "პირველი კლასის მაშველი"

სომხეთის არმიისა და სომხეთის პოლიციის მსგავსად, სამინისტროს სამაშველო სამსახურს ჰყავს 48 კაციანი სპეციალური ჯგუფი, რომელიც ყოველთვის, დასვენების დღეების ჩათვლით მუშაობს.[4] მას ხელმძღვანელობს პოლკოვნიკი მანველ უტუჯიანი, რომელიც ადრე მსახურობდა სახელმწიფო ჯარში. ეს ჯგუფი 2010 წელს მინისტრმა არმენ იერიციანმა დააარსა. [5]

ყოფილი მინისტრი დავიდ ტონოიანი

გენერალ-მაიორი ვიაჩესლავ ჰარუთიანიანი (1997 წლის ივლისი - 2001 წლის თებერვალი)

გენერალ-მაიორი ჰმაიაკ აროიანი (2001 წლის თებერვალი - 2004 წლის მარტი)

გენერალ-მაიორი ედიკ ბარსეგიანი (2004 წლის მარტი - 21 აპრილი 2008 წ.)

მჰერ შაჰგელდიანი (21 აპრილი 2008 - მარტი 2010)

არმენ იერიციანი (2010 წლის მარტი - 13 დეკემბერი 2016) (გარდაიცვალა სამსახურში ყოფნის დროს)

დევიდ ტონოიანი (2017 წლის 6 თებერვალი - 2018 წლის 10 მაისი)

ჰრაჩია როსტომიანი (10 მაისი 2018 - 3 ოქტომბერი 2018)

ვაკანტური (2018 წლის 3-4 ოქტომბერი)

ფელიქს წოლაკიანი (2018 წლის 4 ოქტომბრიდან - დღემდე)

  1. LLC, Helix Consulting."Наша история - Министерство - Министерство по чрезвычайным ситуациям Республики Армения დაარქივებული 2020-10-22 საიტზე Wayback Machine. ". mes.am.
  2. "Mapy.cz". Mapy.cz
  3. LLC, Helix Consulting. Награды - Министерство - Министерство по чрезвычайным ситуациям Республики Армения" დაარქივებული 2020-10-23 საიტზე Wayback Machine. ". mes.am.
  4. LLC, Helix Consulting."Официальные - Новости - Министерство по чрезвычайным ситуациям Республики Армения". დაარქივებული 2020-10-23 საიტზე Wayback Machine. mes.am.
  5. LLC, Helix Consulting. "Պաշտոնական - Նորություններ - ՀՀ արտակարգ իրավիճակների նախարարություն" დაარქივებული 2020-10-21 საიტზე Wayback Machine. . mes.am.