სოლოდოვის სახლი
სოლოდოვის სახლი რუს. Дом Солодова | |
---|---|
კოორდინატები | 47°13′22″N 39°42′54″E / 47.222812° ჩ. გ. 39.715049° ა. გ. |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
არქიტექტორი | ნიკალაი დოროშენკო |
ტიპი | ეკლექტიკა |
გახსნის თარიღი | 1880-იანი წლები |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სოლოდოვის სახლი (რუს. Дом Солодова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს გაზეთის შესახვევში (სახლი 47)[1] . აგებულია XIX საუკუნეში არქიტექტორ ნიკალაი დოროშენკოს მიერ. სოლოდოვის სახლს გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1880-იან წლებში სახლის ტერიტორია გაფართოვდა და გახდა ორსართულიანი. გაფართოებული შენობის პროექტის ავტორი იყო არქიტექტორი ნიკალაი დოროშენკო[3]. სახლის მფლობელი იყო ხორბალსაფქვავი ფაბრიკის მეპატრონე ფ. სოლოდოვი. XX საუკუნის დოკუმენტების მიხედვით სახლი ითვლებოდა სოლოდოვის ცოლის ეკატერინე ნიკოლოზის ასული სოლოდოვას კუთვნილებად. მოგვიანებით შენობაში განათავსეს „განათლების მუშაკთა სახლი“, რომელსაც ასევე ეწოდებოდა „მასწავლებელთა სახლი“. შენობაში ამავდროულად იყო დიდი ბიბლიოთეკა, რომელსაც იყენებდნენ მასწავლბლები და მოსწავლეები[4].
არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოლოდოვის სახლი აგებულია ეკლექტიკის სტილში. იგი პრაქტიკულად სართულნახევრიანია. პირველი სართული ნახევრად სარდაფშია განთავსებული. ზედა სართულის ფანჯრის ღიობები გაფორმებულია სწორკუთხა ფორმის სანდრიკებით. ფანჯრის ქვემოთ მდებარე ნიშა კი - ვარდულებით. ნაგებობას გააჩნია სხვენი, რომელიც სრულდება ორი ოთკუთხა დაშენებით. სახლი არის თაბაშირით გალესილი. ნახევარწრიული ფანჯრის ღიობები გაფორმებულია მარტივი თამასებით. პარაპეტს აქვს მეტალის გაფორმება.სახლის კედლები, სხვენი და ფანჯრის მიმდებარე ტერიტორიები უხვადაა დატვირთული მასკარონებით (ადამიანის თავის გამოსახულებიანი ჰორელიეფებით), რომლებიც დამზაადებულია ციხესიმაგრის ქვით და კრონშტეინებით, რომლებიც ასევე გვხვდება ატიკების გაფორმებაშიც. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო სახურავი რამდენიმეჯერ გამოუცვალეს. ამჟამად პირველი ნახევრად სარდაფის ფანჯრები და კარებები ამოქოლილია[4].
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Перечень объектов культурного наследия регионального значения г. Ростова-на-Дону
- ↑ Строения, памятники и здания, охраняемые на региональном уровне
- ↑ Донской временни//Краеведческий библиотечно-библиографический журнал. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-12. ციტირების თარიღი: 2017-02-13.
- ↑ 4.0 4.1 Памятники Дона. Сайт защитников культурно-исторического наследия Ростовской области