სოლოდოვის წისქვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოლოდოვის წისქვილი
Мельница Солодова
კოორდინატები 47°13′31″N 39°42′50″E / 47.225328° ჩ. გ. 39.713899° ა. გ. / 47.225328; 39.713899
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
გახსნის თარიღი 1870

ვაჭარ სოლოდოვის წისქვილი (რუს. Мельница Солодова) — XIX საუკუნის მესამე მეოთხედის სამრეწველო არქიტექტურის ძეგლი ქალაქ დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სოლოდოვის წისქვილი დღემდე არ არის შემორჩენილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წისქვილი ააშენეს 1870 წელს. ეს იყო იშვიათი მაგალითი ქალაქის არქიტექტურაში. წარმოდგენილი იყო ორსართულიანი ნაგებობის სახით, რომელიც სრულდებოდა კარვისებური სახურავით. ნაგებობის ფასადი გაფორმებული იყო ბათქაშის დეკორაციებით, როგორიც ახასიათებს ფსევდოგოთიკურსა და რენესანსის სტილებს. შენობის არქიტექტურულ-მხატვრული ფასადი ჩამოყალიბდა პირველ სართულზე. მასზე განთავსებული იყო პროფილირებული თამასები და მაღალი ნახევარწრიული არქივოლტები. სოლოდოვის წისქვილის მეორე სართულის ფანჯრები ნახევარწრიული სანდრიკებით სრულდებოდა, მათ ზემოთ მასიური დაკბილული ფრიზები გვხვდებოდა.

წისქვილი მოქმედებდა 1870 წლიდან ერთი ორთქლის მანქანის საშუალებით, რომელსაც 80 ცხენის ძალა ჰქონდა და წისქვილის შტატში ირიცხებოდა 48 თანამშრომელი. აქ მზადდებოდა 300 000 ფუთი ფქვილი ერთი თვის განმავლობაში. მოგვიანებით, 1875 წელს წისქვილი გადავიდა ივანე სტეფანეს ძე ივანოვიჩის კუთვნილებაში. თუმცა წყაროების არარსებობის გამო წისქვილი პირველად ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება 1885 წელს, ამ პერიოდისათვის იგი უკვე ვაჭართა ოჯახის, სოლოდოვების კუთვნილებაში იყო გადასული[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Админ. Мельница купца Солодова. voopiik-don.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-18.