სოვეტსკოე-პლატო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოვეტსკოე-პლატო

სოვეტსკოე-პლატო (რუს. Советское плато) — აღმოსავლეთი ანტარქტიდის ცენტრალური ნაწილის მყინვარული საფრის ყველაზე მაღალი ნაწილი. მოქცეულია სამხრეთის განედის 75–84° და აღმოსავლეთის გრძედის 25–105° შორის. სიგრძე დაახლოებით 2000 კმ, სიგანე დაახლოებით 450 კმ, სიმაღლე 3500–4000 მეტრი. მის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ყინულქვეშ მოქცეული გამბურცევის მთები. ყინულის სისქე 750–3800 მეტრია. სოვეტსკოე-პლატო ანტარქტიდის ყველაზე ცივი და ძალზე დაბალი ატმოსფერული წნევის (დაახლ. 600 მბარ) ადგილია; საშუალო წლიური ტემპერატურა −56°C უდრის. აღმოაჩინა 1957–1958 წლების საბჭოთა ანდარქტუდულმა ექსპედიციამ. 1957 წლიდანვე ამუშავდა საბჭოთა სამეცნიერო სადგური „ვოსტოკი“,[1] სადაც 1983 წლის 21 ივლისს დაფიქსირდა დედამიწაზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა — –89,2°C. მყინვარულ კალაპოტზე ტემპერატურა ლღობის წერტილზეა ჩამოსული, რის გამოც წარმოიქმნება ყინულქვეშა ტბები, რომელთაგან უდიდესია ვოსტოკი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 450.
  2. Советское плато // Большая российская энциклопедия. т. 30. — М., 2015. — стр. 552.