სობრადინიუს წყალსაცავი
იერსახე
სობრადინიუს წყალსაცავი | |
---|---|
კოორდინატები: 9°28′00″ ს. გ. 40°48′30″ დ. გ. / 9.46667° ს. გ. 40.80833° დ. გ. | |
მდებარეობა | ბრაზილია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 392.5 მ |
სიგრძე | 320 კმ |
ფართობი | 4214 კმ² |
მოცულობა | 34.1 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 8.6 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 30 მ |
სობრადინიუს წყალსაცავი (პორტ. Lago de Sobradinho) — წყალსაცავი ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სან-ფრანსისკუზე. ფართობი 4214 კმ², სიგრძე დაახლოებით 320 კმ, წყლის მოცულობა 34,1 კმ³,[1] მაქსიმალური სიღრმე 30 მ.[2] კაშხლის სიმაღლე 41 მ-ია, ხოლო საერთო სიგრძე 12,5 კმ. ჰესის სიმძლავრეა 1 050 300 კვტ. შედგება 6 ტურბინისაგან, რომელთაგან თითოეული 175 050 კვტ სიმძლავრისაა. სობრადინიუს წყალსაცავი აშენდა 1970-იან წლებში. შექმნილია ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ნაოსნობის განვითარების მიზნით.[3]