სლოვაკური ჩუვაჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სლოვაკური ჩუვაჩი
წარმოშობის ქვეყანა სლოვაკეთი
თვისებები
წონა 30-45 კგ.
სიმაღლე 55-70 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

სლოვაკური ჩუვაჩი, სლოვაკური ნაგაზი[1] (სლოვაკ. Slovenský čuvač) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია სლოვაკეთში შუა საუკუნეებში.

ამ მთის ნაგაზის წარმოშობა უფრო მოზრდილი უნგრული კუვასის წარმოშობის მსგავსია. ეს ჯიში თითქმის განადგურდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ომის შემდეგ ანტონინ პრუზამ (ქალაქ ბრნოში განლაგებული ვეტერინარული სკოლიდან) წარმატებით ჩაატარა ამ ჯიშის გამრავლების პროგრამა. მშვიდი, ძლიერი, საკუთარი ტერიტორიისა და ფარის უშიშარი დამცველი ჩუვაჩი ძალიან გავს თავის უახლოეს მეზობელ კუვასს. საერთაშორისო აღიარება ამ ჯიშმა 1969 წელს მიიღო და დღეს ის პოპულარული კომპანიონია.

გადარჩევის გზით მიიღეს მშვიდი, პატრონის მოსიყვარულე ცხოველი. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ჩუვაჩის ბალანს მუდმივი მოვლა სჭირდება და ეს ძაღლი არ გამოდგება იმ სახლებში, სადაც ძალიან ფასობს სისუფთავე. ჩუვაჩს აქვს ძლიერი კისერი, გრძელი ბალნით დაფარული კუდი, ძალიან დაკუნთული თეძოები, ფართო მკერდი, თეთრი ბალანი. ჩუვაჩი ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარგად ეგუება სიცივეს. ვერ ეგუება ბავშვებს და სხვა ძაღლებს. კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სააკაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 282, თბ., 1984 წელი.