კუვასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კუვასი
წარმოშობის ქვეყანა უნგრეთი
თვისებები
წონა 30-52 კგ.
სიმაღლე 66-75 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

კუვასი (უნგრ. Kuvasz) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია უნგრეთში შუა საუკუნეებში.

ზოგიერთი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ეს მოზრდილი თეთრი მოდარაჯე ძაღლი უნგრეთში XII საუკუნეში მოხვდა კუმანებთან — მომთაბარე თურქ მეცხვარეებთან ერთად. პირველად კუვასი, როგორც ჯიში, ნახსენებია XVII საუკუნეში. სახელწოდება „კუვასი“ მომდინარეობს თურქული kavas, ან kawasz-იდან (შეიარაღებული დაცვა) და ეს ძაღლი მთლიანად ამართლებს ამ სახელწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ უნგრულ ისტორიულ წყაროებში ნახსენებია, რომ ამ ჯიშს XV საუკუნეში მეფე მათეუშ I სანადიროდ იყენებდა, ის მაინც ვერ ჩაითვლება კარგ მონადირედ. უნგრული კუვასი კარგი მონადირეა, რომელსაც უფრო მოსწონს საკუთარ ფარასთან ერთად დარჩენა, ვიდრე ნადირობაში მონაწილეობის მიღება. ჯიში, შესაძლოა, ძველაზიური ნაგაზებისგან მომდინარეობდეს, რომლებიც ევროპაში დამპყრობელთა და მომთაბარეთა ტომებთან ერთად მოხვდა.

კუვასი ძლიერი ძაღლია, რომელიც აქტიურად იცავს საკუთარ ტერიტორიას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ კუვასი კარგად ეწყობა ოჯახს, უმჯობესია ის გამოცდილმა და ძაღლებში კარგად გაცნობიერებულმა ადამიანმა იყოლიოს. კუვასს აქვს დატალღული, უხეში ბალანი, დაკუნთული უკანა ფეხები. ის კარგად ეგუება სიცივეს. ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ბავშვებს და სხვვა ძაღლებს. კარგი მოდარაჯეა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: