სლოვაკეთის მადნიანი მთები
სლოვაკეთის მადნიანი მთები | |
---|---|
სლოვაკეთის მადნიანი მთები | |
კოორდინატები: 48°45′00″ ჩ. გ. 20°15′00″ ა. გ. / 48.75000° ჩ. გ. 20.25000° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
უმაღლესი წერტილი | სტოლიცა |
სიმაღლე | 1477 მ |
სიგრძე | 140 კმ |
სლოვაკეთის მადნიანი მთები (სლოვაკ. Slovenské Rudohorie) — მთები სლოვაკეთში, დასავლეთ კარპატების სისტემაში. სიგრძე 140 კმ, სიმაღლე 1477 მ-მდე (მთა სტოლიცა). უმთავრესად აგებულია გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. ჭარბობს საშუალმთიანი რელიეფი ცალკეული შთენილი მწვერვალებით. სამხრეთი კალთები შემოსილია მუხნარითა და წიფლნარით, ჩრდილოეთი კალთები — წიწვოვანი ტყით. სლოვაკეთის მადნიან მთებში არის რკინისა და სპილენძის მადნები, სტიბიუმი, ოქრო, მაგნეზიტი და სხვა. აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 437.