სლოვაკეთის ეროვნული ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სლოვაკეთის ეროვნული ბანკი
Národná banka Slovenska
Bratislava Central Bank3.jpg
ზოგადი მონაცემები
ადგილმდებარეობა სლოვაკეთის დროშა ბრატისლავა, სლოვაკეთი
კოორდინატები 48°09′12″ ჩ. გ. 17°06′54″ ა. გ. / 48.15333° ჩ. გ. 17.11500° ა. გ. / 48.15333; 17.11500
დაარსების თარიღი 1 იანვარი, 1993 წელი
პრეზიდენტი
(თავმჯდომარე)
იოზეფ მაკუხი
ფულის ერთეული ევრო (EUR)
რეზერვები € 1177,1 მილიონი
წინამორბედი ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო ბანკი (1950-1992 წწ.)
მემკვიდრე ევროპის ცენტრალური ბანკი (2009)1
საიტი www.nbs.sk
1სლოვაკეთის ეროვნული ბანკი კვლავ არსებობს, თუმცა მრავალი ფუნქცია ევროპის ცენტრალურ ბანკს აქვს გადაცემული.

სლოვაკეთის ეროვნული ბანკი (სლოვაკ. Národná banka Slovenska, NBS) — სლოვაკეთის ცენტრალური ბანკი. არის ევროპის კავშირისა და ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემის წევრი. 2009 წლის 1 იანვრიდან, ის, ასევე, ევროსისტემის წევრიცაა.

სლოვაკეთის ეროვნულ ბანკს გააჩნია 9 რეგიონული ფილიალი და სლოვაკეთის ყველა ბანკის ზემდგომია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლოვაკეთის ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი ინსტიტუტია, რომლის ძირითადი მიზანიც ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. იგი შეიქმნა 1993 წლის 1 იანვარს ჩეხეთის ეროვნულ ბანკთან ერთად ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო ბანკის გაყოფის შედეგად.

სლოვაკეთის მთავრობის მიერ აღიარებული, ბანკი წარმოადგენს სლოვაკეთს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და მონეტარული პოლიტიკის განხორციელებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფულადი ბაზრის გარიგებებში.

სლოვაკეთის ეროვნული ბანკის უმაღლესი მმართველი ორგანოა საბანკო საბჭო, რომელიც ადგენს მონეტარულ პოლიტიკას, იყენებს შესაბამის ინსტრუმენტებსა და წესებს მონეტარული ზომისათვის. იგი შედგება მმართველისა და ორი ვიცე-მმართველისაგან, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქვეყნის პრეზიდენტი და კიდევ რვა წევრისაგან, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სლოვაკეთის მთავრობა მმართველის წინადადების მიხედვით. აუცილებელი არაა, რომ საბჭოს სამ წევრს სამუშაო ურთიერობა აკავშირებდეს ეროვნულ ბანკთან.

2010 წლის 1 იანვრიდან სლოვაკეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელია დოქტორი იოზეფ მაკუხი, რომელიც ამ თანამდებობაზე ქვეყნის პრეზიდენტმა დანიშნა.

შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლოვაკეთის ეროვნული ბანკის შენობა 2002 წლის 23 მაისს გაიხსნა ქვეყნის დედაქალაქ ბრატისლავაში. 111,6 მეტრის სიმაღლითა და 33 სართულით, იგი ერთ-ერთი უმაღლესი შენობაა ბრატისლავაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: