შინაარსზე გადასვლა

ნიბლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სკვინჩა)
ნიბლია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  მთიულასებრნი
გვარი:  ნამდვილი მთიულა
სახეობა:  ნიბლია
ლათინური სახელი
Fringilla coelebs (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22720030

ნიბლია, სკვინჩა (ლათ. Fringilla coelebs) — მთიულასებრთა ოჯახის, ნიბლიისებრთა გვარის ფრინველი. საქართველოს ზოგ კუთხეში წიფლის ჩიტსაც ეძახიან. ტანად პატარა (სხეულის სიგრძე 17 სანტიმეტრს აღწევს), მგალობელი ფრინველია. მასა 18–29 -ს შეადგენს.[1] გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ფრინველია. ბინადრობს ყველა ტიპის ტყესა და ანთროპოგენურ ლანდშაფტში, უმთავრესად კი — მთის ტყეებში. ზამთრობით დაბლობებში უფრო მეტია. აპრილში დებს 3-6 კვერცხს, რომლებიც ფერად მკრთალი ცისფერია მოწითალო ლაქებით,[1] კრუხობს მხოლოდ დედალი. ინკუბაცია გრძელდება 2 კვირამდე, ზოგჯერ მეორედ ბუდობს ივნისში. იკვებება მცენარეების მწვანე ნაწილებით (განსაკუთრებით სარეველებით), თესლებით, ნაყოფით და სხვა ნაწილებით, ზაფხულში — მწერებით, ობობებით და სხვა უხერხემლოებით. საქართველოში ბინადრობს ორი ქვესახეობა — კავკასიური ნიბლია (Fringilla coelebs caucasica) და ყირიმული ნიბლია (Fringilla coelebs solomkoi). სიცოცხლის ხანგრძლივობა 7–15 წელს შეადგენს.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 ელდერტონი, დევიდ, „ცხოველების ენციკლოპედია“, მთარგმ. ნ. ბელთაძე, გვ. 288, თბ.: გამომც. „პალიტრა L“, 2018.