სკენდერ ჰუკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

სკენდერ ჰუკა
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 6 სექტემბერი, 1944
დაბ. ადგილი ტირანა, ალბანეთი
გარდ. თარიღი 5 ივლისი, 2018 (73 წლის)
გარდ. ადგილი ალბანეთი
სპორტი
ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
სპორტი ფეხბურთი
კლუბი "17 ნენტორი"

სკენდერ ჰუკა (ალბ. Skënder Hyka ; დ.1944 წლის 6 სექტემბერი, ტირანა — გ. 5 ივლისი, 2018 ) — ალბანელი ფეხბურთელი, რომელიც მთელი თავისი კარიერის განმავლობაში თამაშობდა თავდამსხმელად "ალბანეთის საფეხბურთო კლუბში " 17 ნენტორი" კლუბში (ამჟამად "ტირანა"). სკენდერ ჰუკამ ალბანეთის ნაკრების შემადგენლობაში 1 მატჩი ჩაატარა. იყო ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი . 2009 წლიდან იკავებდა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის პოსტს.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკენდერ ჰუკა დაიბადა და გაიზარდა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში. იქ დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო შემდეგ — უნივერსიტეტი. სწავლობდა ფიზიკური კულტურისა და სპორტის ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1968 წელს. ამ დროს უკვე პროფესიონალი ფეხბურთელი იყო. "17 ნენტორის" შემადგენლობაში 1957 წელს მოხვდა (იმ დროს სკენდერი 13 წლის იყო), თამაშობდა კლუბის მოზარდთა და ახალგაზრდულ გუნდებში, ხოლო 1960-იანი წლების დასაწყისში გადაიყვანეს ძირითად შემადგენლობაში.

"17 ნენტორი"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ გუნდში მოხვედრისთანავე გახდა საფეხბურთო კლუბ "17 ნენტორის" მთავარი მოთამაშე, სადაც კარიერის განმავლობაში 3-ჯერ დაეხმარა საკუთარ გუნდს ალბანეთის სუპერლიგის მოგებაში. სკენდერ ჰუკამ საფეხბურთო კარიერა 1974 წელს დაასრულა. იმ დროისთვის, 60 გოლით, კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად რჩებოდა (თუმცა 2012 წლის მონაცემებით, ზემოაღნიშნული მაჩვენებლით ფეხბურთელმა მე-5 ადგილზე გადაინაცვლა). მთლიანობაში სკენდერ ჰუკამ ქვეყნის დედაქალაქის ნაკრების მაისურით 400-მდე მატჩი ჩაატარა. [2]

საერთაშორისო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ "17 ნენტორის " შემადგენლობაში წარმატებულად გამოდიოდა, ფეხბურთელმა მაინც ვერ შეძლო ალბანეთის ნაკრებში შეღწევა, რაც განპირობებული იყო ნაკრების შემტევ ხაზზე ადგილის მოპოვებისთვის მოთამაშეთა შორის მაღალი კონკურენციის არსებობით. განსაკუთრებით იმ ფაქტორით, რომ იმ დროს ასევე თამაშობდნენ ისეთი ცნობილი ალბანელი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ მედინ ჟეგა და პანაიოტ პანო. იმ პერიოდში სკენდერ ჰუკამ ნაკრებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა 1967 წლის 8 აპრილს დორტმუნდში გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართული თამაში გერმანელების გამარჯვებით, ანგარიშით 6-0 დასრულდა გერდ მიულერის მიერ გატანილი ოთხი გოლისა და ჰანეს ლოერის გოლების წყალობით. ამის შემდეგ სკენდერ ჰუკას არასოდეს ჩაუცვია ალბანეთის ეროვნული ნაკრების მაისური.[3]

ალბანეთის ფეხბურთის ფედერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლიდან 1995 წლამდე ჰუკა მუშაობდა კლუბ "ატლეტიკ კლაბ ზანზიბარის" მდივნად, ხოლო 1997 წელს დაიკავა ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის თანამდებობა. 1992 წლიდან გახდა ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. [4]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკენდერ ჰუკას ვაჟი, ენდი ასევე გახდა ორი ლიგის ტიტულის მფლობელი საფეხბურთო კლუბ "ტირანას" შემადგენლობაში 1990-იან წლებში, ხოლო მისმა ბიძაშვილმა რენისიმ გაიმეორა ზემოაღნიშნული მიღწევა1989 წელს. სკენდერ ჰუკა გარდაიცვალა 2018 წლის ივლისში.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდივიდუალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ალბანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1968

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Skënder Hyka // Transfermarkt.com — 2000.
  2. Albania — Championship Winning Teams — RSSSF
  3. WorldFootball
  4. Futbolli shqiptar në zi, ndahet nga jeta futbollisti i njohur i Tiranës — Panorama  (ალბან.)