შინაარსზე გადასვლა

სიუელი (ჩილე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიუელი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1]
ქვეყანა

{{ქვეყნის მონაცემები ჩილეს დროშა ჩილე | ქვეყნის დროშა2 | name = ჩილეს დროშა ჩილე | variant = | size =

}}
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii
რეგიონი სამხრეთი ამერიკა და კარიბები
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2006  (30-ე სესია)
ნომერი 1214
Map
http://www.sewell.cl/english/index.html
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1214
ინგლ.რუს.ფრ.

სიუელი (ესპ. Sewell) — დაუსახლებელი მეშახტეთა ქალაქი ჩილეში, ო'ჰიგინსის რეგიონის კაჩაპოალის პროვინციის მაჩალის კომუნაში. მდებარეობს ანდებში ზღვის დონიდან 2000–2500 მეტრ სიმაღლეზე, დედაქალაქ სანტიაგოდან სამხრეთით 85 კილომეტრზე. აშენებულია მთის ფერდობზე. ქალაქის მთავარ ქუჩას წარმოადგენს კიბე, რომელიც მიუყვება მთის ფერდობს.

ქალაქი დაარსდა 1904 წელს სპილენძის მოპოვებისათვის და სახელი უწოდეს სამშენებლო კომპანიის პირველი პრეზიდენტის ბარტონ სიუელის პატივსაცემად. 1918 წელს მისი მოსახლეობა 14 000 შეადგენდა, მაგრამ 1977 წლის შემდეგ, როდესაც კომპანიამ დაიწყო მეშახტეთა ოჯახების გადასახლება, ქალაქი გახდა დაუსახლებელი.

1998 წელს ჩილეს მთავრობამ ქალაქი გამოაცხადა ეროვნულ ძეგლად, ხოლო 2006 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. მსოფლიო მემკვიდრეობა