სიუანკუნ-სი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიუანკუნ-სის საერთო ხედი

სიუანკუნ-სი (კიდული მონასტერი, გამარტ. ჩინ. 懸空寺) — სატაძრო კომპლექსი აგებულია კლდეზე წმინდა მთა ჰენშენის მახლობლად შანსის პროვინციაში, ჩინეთში. მონასტერი განლაგებულია ქალაქ დატუნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 65 კმ-ში.

სიუანკან-სის რეგიონში დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს და ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. მონასტერი 491 წელს ჩრდილოეთის ვეითა დინასტიის დროს აშენდა. კომპლექსი აერთიანებს ბუდისტურ, დაოსურ და კონფუციანურ საკურთხევლებს.

მონასტერში ციცაბო კედლის გასწვრივ დაახლოებით 40 დარბაზი და პავილიონია განთავსებული. ნაგებობები ხიმინჯებს ემყარება, რომლებიც თავის მხრივ კლდეშია ჩასობილი. თავად კლდე მონასტრის უკანა კედლად გამოიყენება. კლდეში გამოკვეთილია ბუდის გამოსახულება და ქანდაკებები.

მონასტერში საერთო ჯამში სხვადასხვა მასალისგან დამზადებული 80 ქანდაკებაა. ყველაზე მსხვილი რელიეფური ამონაკვეთია ტატხატის გამოსახულება.

სიუანკან-სი 1982 წლიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ ეროვნული ძეგლის სახელით სარგებლობს და სახელმწიფოს მიერ არის დაცული.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]