სისხლის აგენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სისხლის აგენტიშხამიანი ქიმიკატი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში დოზირებული რაოდენობის მოხვედრის შემდეგ ფატალურ შედეგს იწვევს.

სისხლის აგენტები შეუძლებელს ხდიან ადამიანის სისხლში ჟანგბადის შენარჩუნებასა და ტრანსპორტირებას ორგანიზმის თითოეულ წერტილებში.[1] სხეულს არსებობისთვის ჟანგბადი აუცილებლად სჭირდება. სისხლის აგენტებმა შეიძლება გამოიწვიონ სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომები, როგორიცაა კრუნჩხვები ან კომა, რაც გამოწვეულია სწორედ იმ მიზეზით, რომ თავის ტვინი ვეღარ იღებს საჭირო რაოდენობით ჟანგბადს. ორგანიზმში სისხლის აგენტების ზედოზირებული რაოდენობით მოხვედრა იწვევს ადამიანის გაგუდვას.[2]

სისხლის აგენტების ყველაზე გავრცელებული ტიპებია ქიმიური ნაერთები, რომლებიც შეიცავენ ციანიდს, თუმცა ზოგი სისხლის აგენტი დარიშხანსაც შეიცავს.[2]

მათი მოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკის შეერთებული შტატების პოსტერი ფოსგენის შესახებ II მსოფლიო ომიდან

როგორც წესი, სისხლძარღვები ჩვენს მიერ ჩასუნთქული აირიდან ჟანგბადს ორგანიზმის ყველა წერტილში ატარებენ. უჯრედებს ჟანგბადი სჭირდებათ გადარჩენისთვის და ასევე მათ უნდა ჩაანაცვლონ და გამოდევნონ ნახშირორჟანგი. ჩვეულებრივ, უჯრედები სისხლძარღვებისგან იღებენ ჟანგბადს და გამოდევნილ ნახშირორჟანგს სისხლძარღვებს გადასცემენ. ამას ეწოდება გაზთა ცვლა.[3]

სისხლის აგენტები აფერხებენ გაზთა ცვლას. ისინი სხეულის უჯრედში ჟანგბადს არ უშვებენ. ჟანგბადის გარეშე უჯრედი უსიცოცხლოა. დიდი რაოდენობით სისხლის აგენტების მოხვედრა ორგანიზმში ადამიანის გაგუდვას იწვევს, რადგან უჯრედები ჩასუნთქულ ჟანგბადს ვერ მოიხმარენ.[4]

მოპყრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ციანიდის მოწამვლისთვის რამდენიმე განსხვავებული ანტიდოტი არსებობს. ციანიდის ანტიდოტად შეერთებულ შტატებში ყველაზე ხშირად გამოიყენებენ სამ მედიკამენტს: ნატრიუმის ნიტრიტს და სახამებლის ნიტრიტს, რომელიც მიემაგრება ციანიდს და შეცვლის მას ნაკლებად სახიფათო ნივთერებად, ხოლო ნატრიუმის ტუიზულფატი კი ციანიდს გარდაქმნის უსაფრთხო ქიმიკატად და ადამიანი მას შარდოვანი გზით გამოყოფს.[5]

ვიტამინი B12, რომელიც მზადდება ბაქტერიებისგან, და ჰიდროქსიოქობანიმსაც უწოდებენ, ასევე ციანიდის ანტიდოტია. ის ცვლის ციანიდს ჩვეულებრივ B12 ვიტამინად.[5] ფოსგენის და არსინის ანტიდოტი არ არის.[6][7] სამედიცინო სპეციალისტები მხოლოდ „დამხმარე ზრუნვას“ იძლევიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მხოლოდ არსინით მოწამვლის სიმპტომების მკურნალობა.

ომში გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცარიელი ყუთები

მასობრივ იარაღად გამოყენებული პირველი სისხლის აგენტი იყო ფოსგენი.[8] გერმანიამ 1915 წელს ის პირველად გამოიყენა დიდი ბრიტანეთის არმიის წინააღმდეგ.[8] ამის შემდეგ, პირველ მსოფლიო ომში ხშირად იყენებდნენ მას. ომის ორივე მხარე - გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატებიც მოწინააღმდეგეების ჯარებს ფოსგენით უტევდნენ. ხშირად მას ქლორსაც ურევდნენ, რათა უფრო მეტი ადამიანი მოეწამლა. 100 000 დაღუპულიდან 85%[9] ფოსგენმა იმსხვერპლა.[10]

1919 წელს, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალებმა რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ბოლშევიკური რაზმები დარიშხანის გაზით დაბომბეს.[11]

ფოსგენს ასევე ხშირად იყენებდა იმპერიული იაპონიის არმია ჩინეთის წინააღმდეგ 1937-1945 წლებში.[12] ჰოლოკოსტის დროს, ნაცისტებმა გამოიყენეს წყალბადის ციანიდის ფორმა Zyklon B, რათა დაეხოცათ ადამიანები გაზის პალატებში და საკონცენტრაციო ბანაკებში.[13] ნერვული აირების აღმოჩენის შემდეგ სისხლიან აგენტს აღარ იყენებდნენ, თუმცა 1980-იან წლებში ერაყმა ირანი-ერაყის ომში ირანის წინააღმდეგ კანიოგენური ქლორიდი გამოიყენა.[10] 1924 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სიკვდილმისჯილების დასასჯელად წყალბადის ციანიდის მომწამვლელი გაზი გამოიყენა.[14] ახლა ქვეყნების უმეტესობაში პატიმართა აღსრულების სხვა გზებსაც იყენებენ, თუმცა წყალბადის ციანიდით აღსრულება ჯერ კიდევ ექვემდებარება სამართლებრივ მდგომარეობას.[15]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Blood Agents. United States Centers for Disease Control (April 18, 2013). ციტირების თარიღი: February 5, 2016.
  2. 2.0 2.1 თარგი:Cite report
  3. Mistovich, Joseph J.; Karren, Keith J.; Hafen, Brent (July 18, 2013) Prehospital Emergency Care, 10th, Prentice Hall. ISBN 978-0133369137. 
  4. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  5. 5.0 5.1 W. Borron S; Baud F 2012. „Antidotes for Cyanide Poisoning“. Current Pharmaceutical Biotechnology. Bentham Science Publishers. 13 (10): 1940–1948. doi:10.2174/138920112802273182. |access-date= საჭიროებს მიეთითოს აგრეთვე |url= (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  6. Medical Management Guidelines for Arsine. United States Centers for Disease Control and Prevention (October 21, 2014). ციტირების თარიღი: February 5, 2016.
  7. Phosgene – Emergency Department/Hospital Management. United States Department of Health and Human Services, Office of the Assistant Secretary for Preparedness and Response (January 14, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 4, 2015. ციტირების თარიღი: February 5, 2016.
  8. 8.0 8.1 Haber, L.F. (March 20, 1986) The Poisonous Cloud: Chemical Warfare in the First World War. Clarendon Press, გვ. 51, 177. ISBN 978-0198581420. 
  9. Maynard, Robert L. (2007). "Phosgene", რედ. Timothy T. Marrs, Robert L. Maynard, & Frederick Sidell (eds.): Chemical Warfare Agents: Toxicology and Treatment, 2nd, John Wiley & Sons, გვ. 477. ISBN 978-0470013595. 
  10. 10.0 10.1 Chemical Weapons. United Nations. ციტირების თარიღი: February 5, 2016.
  11. Grunden, Walter E. (June 15, 2005) Secret Weapons and World War II: Japan in the Shadow of Big Science. University Press of Kansas, გვ. 172. ISBN 978-0700613830. 
  12. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  13. At the Killing Centers. United States Holocaust Memorial Museum. ციტირების თარიღი: February 5, 2016.
  14. Burkhead, Michael Dow (August 6, 2009) A Life for a Life: The American Debate Over the Death Penalty. McFarland, გვ. 37. ISBN 9780786433681. 
  15. „Methods of Execution“. Death Penalty Information Center. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 3, 2008. ციტირების თარიღი: February 5, 2016.