სისტრუმი
იერსახე
სისტრუმი (ძვ. ბერძნ. σεῖστρον, ლათ. sistrum)[1] — დასარტყამი, ჟღარუნა საკრავი, ხის, ლითონის ან თიხის ჩარჩოთი, ხმას გამოსცემს დარტყმის და ქნევისას. სახელური მიმაგრებულია ჩარჩოზე.
ძველ ეგვიპტეში აღმოჩენილია სისტრუმის წინამორბედი. გავრცელებული იყო რომის იმპერიაში. თბილისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძვ. წ. XXVI საუკუნით დათარიღებული შუმერული სისტრუმი. კოპტური და ეთიოპიის ეკლესიების ლიტურგიაში დღესაც იხმარება. მათ ასევე იყენებენ დასავლეთ აფრიკასა და ორ ამერიკულ ტომში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სისტრუმი“ ვიკისაწყობში.
- სისტრუმი — სმითსის ლექსიკონი
- სისტრუმი — ბრიტანიკა
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ (1988) The Random House College Dictionary, Revised, Random House, გვ. 1230. ISBN 0-394-43500-1.