შინაარსზე გადასვლა

სისტანის აუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სისტანის ბასეინის რუკა
სისტანის ბასეინის სატელიტური სურათი ქვიშის შტორმის დროს

სისტანის აუზიგაუდინარი არე, მოიცავს სამხრეთ-დასავლეთი ავღანეთის დიდ და სამხრეთ-აღმოსავლეთი ირანის მცირე ნაწილს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი სადაც ხშირია გვალვები. მისი მდინარის აუზი არის მდინარეების სისტემა, რომლებიც მოედინებიან ავღანეთის მაღალი მთებიდან და ჩაედინებიან მტკნარი წყლის ტბებსა და მარშებში, ხოლო იქიდან მის საბოლოო დანიშნულების წერტილში გოძარეს მლაშე ტბაში. აუზის უდიდესი მდინარეა ჰელმანდი, რომელიც წყლის რესურსს ძირითადად ჰინდუქუშის მთების თოვლის დნობით იღებს.[1][2]

ბასეინში მდებარეობს ბაზალტის მთა ხაჯე.

სისტანის აუზის ყველაზე დაბალ ნაწილში რამდენიმე მცირე სიღრმის მქონე ტბაა. ეს ტბები ცნობილია როგორ ჰამუნები (ან ჰამონი) (სპარს. هامون hāmūn), ირანულში ამ ტერმინით ჭაობები აღინშნება. სავარაუდოდ ადრე აქ ერთიანი დიდ ტბა ხამუნი უნდა ყოფილიყო,[3] თუმცა ახლა იქ სამი განცალკევებული ტბაა. ეს ტბები ჩრდილოეთიდან სამხრეთით არია:

ჰამუნ-ე-პუზაკი ძირითადად ავღანეთში მდებარეობს. ის წყალს ღებულობს როგორც მდინარე ჰელმანდიდან შელა-ჩარხის არხის მეშვეობით ასევე მდინარე ხაშიდან და სხვა მცირე მდინარეებიდან.[4]

ჰამუნ-ე-საბარი გაყოფილია ავღანეთსა და ირანს შორის. ის წყლის ძირითად მასას ღებულობს: ჰელმასი შენაკად პარიანიდან, მდინარე ფარაჰიდან და მდინარე ჰარუტიდან.[4]

ჰელმანდის წყალის უდიდესი ნაწილი რუდ-ე-სისტანის არხის დახმარებით ჩაედინება ჰამუნ-ე-ჰელმანდში, რომელიც მთლიანად ირანში მდებარეობს.

წყალდიდობების დროს, ჰამუნის ტბები ერთიანდებიან ერთ დიდ ტბად. დაახლოებით 20 წელიწადში ერთხელ ჰამუნ-ე-ჰელმანდიდან გადმოსული წყალი ავსებს სხვა დროს მშრალ მდინარეებს, რომლებიც ცნობილია როგორც შელა-რუდ. წყალი თითქმის მთლიან გოძარეჰის დაბლობს ავსებს. განსაკუთრებით დიდი წყალდიდობა მოხდა 1885 წელს, რის სედეგაც დაბლობი სამი წლის განმავლობაში წყლით იყო დაფარული.[4]

ბოლო წლებში, განსაკუთრებით მშრალი ამინდების დროს 1998-დან 2005-მდე ჰამუნის ტბები მთლიანად დაშრა.[4]

ეკოლოგიური მნიშვნელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვინაიდან რეგიონის ეკონომიკა ძირითადად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავღანეთის მაღალ მთიანეთში თოვლის დნობა და წლიური ნალექის ოდენობა, რომელიც განმსაზღვრელია სისტანის აუზის ეკოლოგიური ჯანმრთელობისთვის და მისი ჭარბტენიანი ტერიტორიების წყლის რაოდენობისთვის. წყალის ამ რესურსის მოცულობა დროის სხვა და სხვა მონაკვეთში მნიშვნელოვანად მერყეობს, რითიც რეგიონში არსებულ ადამიანების დასახლებებს საარსებო პრობლემებს უქმნის. XXI-ე საუკუნე ექვს წლიანი გვალვის პერიოდით დაიწყო, რომელიც 2005 წლამდე გრძელდებოდა. ამ ხანგრძლივმა გვალვამ რეგიონის მოსახლეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.[1]

რეგიონის ეკონომიკა დამოკიდებული ამ ჭარბტენიანი ტერიტორიების პროდუქტებზე. მაგალთად მეცხოველეობაში საკვების მნიშვნელოვან წილს ლერწამი შეადგენს, რომელიც ასევე გამოიყენება როგორც საცხობად და საწვავად ასევე სამშენებლო მასალად და ხელნაკეთობებისთვისაც. წყალთან წვდომის შესაძლებლობა განსაზღვრავს მოსახლეობისთვის თევზაობიდან და ნადირობიდან მიღებული შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს. გვალვიანი პერიოდმა არა მხოლოდ ჭარბტენიანი ტერიტორიების ეკოლოგიური სისტემების განადგურება არამედ ადგილობრივი ეკონომიკის კოლაფსიც გამოიწვია. გვალვის შედეგად სრულად ჩამოიშალა ჰელმანდის დელტის ირიგაციაზე დამოკიდებული სოფლის მეურნეობა.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 History of Environmental Change in the Sistan Basin 1976 - 2005. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-07. ციტირების თარიღი: 2007-07-20
  2. Restoration, Protection and Sustainable Use of the Sistan Basin. ციტირების თარიღი: 2007-07-20
  3. 9: The issue of Lake Hamun and the Hirmand River. Central Eurasian water crisis: Caspian, Aral, and Dead Seas. United Nations University (1998). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-28. ციტირების თარიღი: 2010-08-31
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Whitney, John. (2006) Geology, Water, and Wind in the Lower Helmand Basin. U.S. Geological Survey. ციტირების თარიღი: 2010-08-31
  5. History of Environmental Change in the Sistan Basin. www.envirosecurity.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2021-11-04.