სირტი (ვაკე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სირტი.

სირტი (<თურქ. სირტ — შემაღლება, ბორცვი) — სწორი ან ოდნავ ტალღოვანი და სუსტად დანაწევრებული დენუდაციური ზედაპირი (ვაკე) ტიან-შანის მთებში, 3500–4000 მ სიმაღლეზე. წარმოადგენს უახლეს ხანაში დიდ ნაოჭებად გაღუნულ, წყვეტებით გართულებულ და ეროზიით დანაწევრებულ მოსწორების ზედაპირის ნარჩენს. სირტები ერთმანეთისგან გამოყოფილია უფრო მაღალი ქედებით. ჭარბობს მთის ველებისა და ცივი უდაბნოს მცენარეულობა.[1][2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სირტი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 388.
  2. Сырты // Большая российская энциклопедия. т. 31. — М., 2016. — стр. 508.