სინთეზური ენები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ენათმეცნიერება
თეორიული ენათმეცნიერება
მორფოლოგია
სემასიოლოგია
ენათმეცნიერული ტიპოლოგია
გამოყენებითი და ექსერიმენტალური ენათმეცნიერება
ინტერნეტ ენათმეცნიერება
ფსიქოლინგვისტიკა
დაკავშირებული სტატიები
ენათმეცნიერების სია
ენათმეცნიერების ისტორია გადაუჭრელი პრობლემები ენათმეცნიერებაში

სინთეზური ენები — ისეთი ტიპის ენები, რომლებშიც სიტყვათა შორის გრამატიკული მიმართებები გამოიხატება მორფოლოგიური ხერხებით, თვით სიტყვის ფარგლებში აფიქსებისა და ფუძის ფლექსიის (სიტყვათწარმოება) საშუალებით. სინთეზურია ძველი ბერძნული, ლათინური, რუსული, ქართული და სხვა ენები. ქართულ ენაში სუბიექტი და ობიექტები (პირდაპირი და ირიბი) გარჩეულია ერთმანეთისაგან ბრუნვებითა და პირის ნიშნებით. მაგალითად, წინადადებაში სტუდენტმა მეგობარს მისწერა წერილი, სუბიექტი გამოხატულია მოთხრობითი ბრუნვით, ირიბი ობიექტი გამოხატულია მიცემითი ბრუნვით, პირდაპირი ობიექტი გამოხატულია სახელობითი ბრუნვით.

ასევე, სიტყვაში მ-წერ-ს, სუბიექტი გამოხატულია -ს სუფიქსით, ირიბი ობიექტი გამოხატულია მ- პრეფიქსით. პირდაპირი ობიექტი ზმნაში გამოხატული არაა.

სინთეზურ ენებში შეიძლება შეგვხვდეს ანალიზური ფორმათწარმოება. მაგალითად ზედსართავის უფროობითი ხარისხის წარმოებისას, კარგი -> უფრო კარგი[1]. იმას, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება ენა - სინთეზურს თუ ანალიზურს, წყვეტს ის, თუ რომელი ფორმები ჭარბობს ენაში. დროთა ვითარებაში ენა შეიძლება გახდეს სინთეზური და პირუკუ.

ტერმინი სინთეზური და ანალიზური პირველად გამოიყენა ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაციის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ა. შლეგელმა ფლექსიურ ინდოევროპულ ენათა მიმართ. სინთეზური ან ანალიზური შეიძლება იყოს აგლუტინაციური ტიპის ენებიც.

ანალიზურს და სინთეზურ ენებს უპირისპირდება პოლისინთეზური ენები, რომელთა სიტყვებში მაქსიმალური რაოდენობის გრამატიკული ელემენტებია თავმოყრილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თუმცა ქართული გვაქვს ერთი სიტყვაც: უკეთესი