სიმონიანთ საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სიმონიანთ საყდარიარქიტექტურული ძეგლი სოფელ კისისხევში, სიმონიშვილების უბანში. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით სწორკუთხა. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. შესასვლელი ორია, სამხრეთიდან და დასავლეთიდან ორივე კარი თაღოვანია და შიგნიდან თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ღრმა, არაწესიერი მოხაზულობის აფსიდია, რომლის ორივე გვერდში თითო, შეხრულათაღოვანი ნიშაა. მათ შორის ჩრდილოეთით მდებარე ნიშა კედლის სიბრტყეშია შეღრმავებული. სწორკუთხა არეშია მოთავსებული, საკურთხევლის შუაში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი აფისიდს თაღი ნახევარწრიული ფორმისაა. მსგავსი ფორმისაა კამარაც, ინტერიერი ოთხი, მცირე ზომის, შესრულთაღოვანი სარკმლითაა განათებული, მათ შორის ერთ აფსიდშია, თითო გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში და ერთიც დასავლეთ კედლის ღერძზეა დარბაზის გრძივი კედლების შუაში და დასავლეთით კიდეში მარტივი, თაროსებრი კაპიტელებით დასრულებული, თითო პილასტრია, რეებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. შიგნით კედელბი შელესილია.

ეკელსიას მარტივი გარეგნობა აქვს. კარ-სარკმლების ღიობები გამოყვანილია კვადრატული აგურით აღმოსავლეთით და დასავლეთით ფრონტონების არეში, აგურის წყობის შეღრმავებით, გამოსახული იყო რომბისებრი პოსტამენტაზე დაყრდნობილი ჯვარი. დასავლეთით შესასვლელის თავზე ოდნავ შემრგვალებული, სწორკუთხა არეა, როგორც ჩანს, წარწერიანი ქვის ჩასადგმელად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]