სიმონა ვეილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სიმონა ვეილი
სიმონა ვეილი
ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 ივლისი, 1979 – იანვარი, 1982
წინამორბედიემილიო კოლომბო
მემკვიდრეპიეტ დანკერტი

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
28 მაისი, 1974 – 4 ივლისი, 1979
პრეზიდენტივალერი ჟისკარ-დ’ესტენი
პრემიერ-მინისტრიჟაკ შირაკი,
რაიმონ ბარი
წინამორბედიმიშელ პონიატოვსკი
მემკვიდრეჟაკ ბარო
თანამდებობაზე ყოფნის დრო
31 მარტი, 1993 – 16 მაისი, 1995
პრეზიდენტიფრანსუა მიტერანი
პრემიერ-მინისტრიედუარდ ბალადიური
წინამორბედიბერნარ კუშნერი
მემკვიდრეფილიპ დუსტ-ბლაზი

დაბადებული13 ივლისი, 1927
ნიცა, საფრანგეთი
გარდაცვლილი30 ივნისი, 2017 (89 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტიაკავშირი ფრანგული დემოკრატიისათვის
მამაანდრე ჟაკობი
მეუღლეანტუან ვეილი
შვილებიჟან ვეილი
განათლებაპარიზის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
საქმიანობაპოლიტიკა
რელიგიაიუდაიზმი

სიმონა ვეილი (ფრანგ. Simone Veil, დაბადებით ჟაკობი, Jacob, დ. 13 ივლისი, 1927, ნიცა — გ. 30 ივნისი, 2017, პარიზი) — ფრანგი იურისტი და პოლიტიკოსი, ჯანდაცვის მინისტრი ვალერი ჟისკარ-დ’ესტენისა და ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის დროს, შესაბამისად 1974–1979 და 1993–1995 წლებში. იყო ჟისკარის ცენტრისტული პარტიის კავშირი ფრანგული დემოკრატიისათვის წევრი. 1979 წელს პირველი პირდაპირი არჩევნების დროს აირჩიეს ევროპის პარლამენტის წევრად, ხოლო შემდეგ პრეზიდენტად. ამგვარად იგი გახდა არჩეული ევროპის პარლამენტის პირველი პრეზიდენტი და პირველი ქალბატონი ამ თანამდებობაზე 1952 წელს, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის დაარსების დღიდან.

ევროპის პარლამენტის პრეზიდენტი იყო 1982 წლამდე, ხოლო დეპუტატი - 1993 წლამდე. საფრანგეთის კონსტიტუციური საბჭოს წევრი 1998-2007 წლებში. ბავშვობის წლებში იყო ოსვენციმისა და ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკების პატიმარი. არის ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე.

2008 წლიდან საფრანგეთის აკადემიის წევრია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]