სილვესტრო ლეგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სილვესტრო ლეგა
დაიბადა 8 დეკემბერი, 1826
დაბადების ადგილი მოდილიანა, იტალია
გარდაიცვალა 21 სექტემბერი, 1895 (68 წლის)
გარდაცვალების ადგილი ფლორენცია, იტალია
ეროვნება იტალიელი

სილვესტრო ლეგა (იტალ. Silvestro Lega; დ. 8 დეკემბერი, 1826, მოდილიანა, იტალია — გ. 21 სექტემბერი, 1895, ფლორენცია) — იტალიელი მხატვარი-რეალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სილვესტრო ლეგა დაიბადა მოდილიანში, მიწათმფლობელის ოჯახში. 1838 წლიდან სწავლობდა კათოლიკურ კოლეჯში, სადაც გამოვლინდა მისი მხატვრული ნიჭი. 1843 წელს გადავიდა ფლორენციაში და სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში. იბრძოდა ტოსკანასა და ლომბარდიაში. იყო ფილოსოფოსისა და პოლიტიკოსის ჯუზეპე მაძინის იდეების აქტიური მიმდევარი.

1950 წელს, ფლორენციაში დაბრუნებისას, ლეგამ სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა სწავლა და დაიმსახურა ვერცხლის მედალი თავისი სურათისთვის.

1850-იანი წლების ბოლოს დაუახლოვდა ჯოვანი ფატორის, ტელემაკო სინიორინის და ადრიანო ჩეჩორის. მათთან ერთად შევიდა მაკიაიოლის მოძრაობაში, რომელიც ხელოვნების აკადემიური სტილის წინააღმდეგ გამოდიოდა.

1861 წლიდან ლეგა მუშაობდა მდინარე არნოს ნაპირზე, ღია ცის ქვეშ. ის ძირითადად ხატავდა პეიზაჟებს, ჟანრულ სცენებს და ჩანახატებს ნატურიდან. ამ პერიოდში შეიქმნა სურათები: „წითელი ქოლგა“, „გლეხური იდილია“, „გასეირნება ბაღში“, „სადილის შემდეგ“ და სხვა.

ლეგას პეიზაჟები და პორტრეტები გამოირჩევა მკვეთრი დეკორატიულობით და კონტრასტულობით. მისი ნამუშევრები ძირითადად ინახება კერძო კოლექციებში, ასევე პიტის (ფლორენცია), ბრერას, მილანის თანამედროვე ხელოვნების გალერეებში და ფორლის მუზეუმში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]