მაკიაიოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაკიაიოლი (იტალ. macchiaioli) — იტალიელ ფერმწერთა ჯგუფი, რომელიც ფლორენციაში ჩამოყალიბდა 1860-ისნი წლების დასაწყისში. ტერმინი წარმოდგება იტალიური სიტყვისგან macchia — ლაქა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახელება მოიფიქრა გამომცემლობა „Gazzetta del Popolo“-ის უცნობმა ჟურნალისტმა. ის პირველად 1862 წელს იქნა გამოყენებული Gazzetta del Popolo-ს შეკრებაზე. მალე ეს დასახელება მხატვართა ჯგუფის დამახასიათებელ ტერმინად მიიღეს. მაკიაიოლის წევრები იყვნენ: ჯუზეპე აბატი, ნიკოლო კანიჩი, ჯოვანი კოსტა, ჯოვანი ფატორი, სილვესტრო ლეგა, ტელემაკო სინიორინი და სხვები.

ჯგუფის წარმომადგენელთათვის დამახასიათებელი იყო ლაქოვანი მკვეთრი ნათელ-მუქი კონტრასტი, ასევე ის ფაქტი, რომ ყველა გამოსახულება დახატული იყო ღია ცის ქვეშ, რაც ბუნების წარმოსახვის საშუალებას იძლეოდა.

ჯგუფის შეხვედრის ადგილი იყო ფლორენციაში კაფე „მიქელანჯელო“. ჯგუფმა გავლენა მოახდინა ნეაპოლის სკოლაზე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. 3 ტომად. შემდგ. ალექსანდრე ელერდაშვილი. 1-ლი გამოც. თბ.: ფანტაზია. 2006
  • Boime, Albert (1993). The Art of the Macchia and the Risorgimento. Chicago and London: The University of Chicago Press. ISBN 0-226-06330-5
  • Broude, Norma (1987). The Macchiaioli: Italian Painters of the Nineteenth Century. New Haven and London: Yale University Press. ISBN 0-300-03547-0
  • Steingräber, E., & Matteucci, G. (1984). The Macchiaioli: Tuscan Painters of the Sunlight : March 14-April 20, 1984. New York: Stair Sainty Matthiesen in association with Matthiesen, London. OCLC 70337478
  • Turner, J. (1996). Grove Dictionary of Art. USA: Oxford University Press. ISBN 0-19-517068-7

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]