სიკვდილი ღრუბლებში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„სიკვდილი ღრუბლებში“
Death in the Clouds
ავტორი აგათა კრისტი
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური
ჟანრი დეტექტივი
გამომცემელი Dodd, Mead & Co.
გამოცემის თარიღი 10 მარტი, 1935
გვერდი 304 (პირველი გამოცემა, მაგარი ყდა)
წინამორბედი Three Act Tragedy
მომდევნო მკვლელობები ანბანის მიხედვით

სიკვდილი ღრუბლებში (ინგლ. Death in the Clouds) — აგათა კრისტის დეტექტიური ჟანრის რომანი, პირველად გამოიცა 1935 წელს, ინგლისში.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვითმფრინავი „პრომეთეოსი“ ასრულებს რეისს პარიზიდან კროიდონის აეროპორტამდე. თვითმფრიანავის ერთ-ერთი მგზავრი ძალიან ცნობილი ბელგიელი გამომძიებელი, ერკიულ პუაროა. თვითმფრინავის დაჯდომამდე ცოტა ხნით ადრე, N2 სავარძელზე მჯდარ მადამ ჟიზელს მკვდარს პოულობენ. თავდაპირველად, მგზავრებას აქვთ მოსაზრება, რომ ქალბატონი იმსხვერპლა ბუზანკალის კბენამ, რომელიც თვითმფრინავში შენიშნეს. ამას ადასტურებს ლაქაც მის კისერზე. თუმცა პუარო პოულობს შხამიან ეკალს სავარძლის ქვეშ და ამბობს, რომ ეს მკვლელობაა. ლულას, რომლითაც სავარაუდოდ ეკალი ისროლეს, პუარო საკუთარი სავარძლის ქვეშ აღმოაჩენს.

მკვლელობაში ეჭვმიტანილია ყველა მგზავრი და სტიუარდი, მათ შორის თავად პუაროც. მგზავრების დაკითხვის შემდეგ გამოძიება ოდნავადაც ვერ მიიწევს წინ. ცოტა ხანში დაადგენენ, რომ მადამ ჟიზელი მევახშე იყო. პუარო ვარაუდობს, რომ მკვლელობა სწორედ მევალის მიერ იქნა განხორციელებული, მაგრამ ქალბატონის ყველა საქმიანი საბუთი, მისივე დანაბარების თანახმად, ჟიზელის მსახურმა მისი სიკვდილის გაგებისთანავე დაწვა. მკვლელობის მოტივი მევალეებთან ერთად, შესაძლოა ჟიზელის ქალიშვილსაც ჰქონოდა, რომელიც მისგან განცალკევებულად ცხოვრობდა, რადგან მთელი ქონება მას დარჩებოდა, თუმცა იგი თვითმფრინავში არ იმყოფებოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]