სიერა-დე-ლას-ანიმასი
იერსახე
| სიერა-დე-ლას-ანიმასი | |
|---|---|
| კოორდინატები: 34°36′ ს. გ. 55°17′ დ. გ. / 34.600° ს. გ. 55.283° დ. გ. | |
| ქვეყანა | |
| სიმაღლე | 501 მ |
სიერა-დე-ლას-ანიმასი (ესპ. Sierra de las Ánimas) — ბორცვიან-დაბალმთიანი ქედი ურუგვაიში. იწყება ლავალიეხას დეპარტამენტში და ვრცელდება სამხრეთით, მალდონადოს დეპარტამენტის მიმართულებით, სადაც მდებარეობს ურუგვაის ერთ-ერთი უმაღლესი წერტილი — სერო-დე-ლას-ანიმასი, ზღვის დონიდან 501 მეტრზე. იგი ვულკანური წარმოშობის ერთადერთი რელიეფის ფორმაა ურუგვაიში.
სიერა-დე-ლას-ანიმასი მიეკუთვნება კუჩილია-გრანდეს ქედს.