სიამოვნების პრინციპის მეორე მხარეს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Freud 1921 Jenseits des Lustprinzips.djvu

სიამოვნების პრინციპის მეორე მხარეს (გერმ. Jenseits des Lustprinzips) — ზიგმუნდ ფროიდის 1920 წელს დაწერილი ესეი, რომელშიც იგი განიხილავს მარტივი, სიამოვნების პრინციპის მეორე მხარეს. წინად, ფროიდი მხოლოდ სექსუალურ ინსტინქტებს (ლიბიდო ან ეროსი) არსებობას აღიარებდა, ამ ესეში იგი გამოყოფს სიკვდილისადმი სწრაფვას, რომელსაც მოგვიანებით ფროიდის მიმდევრებმა სიმბოლურად „თანატოსი“ უწოდეს. პირველი, მეორე და მესამე თავები ეფუძნება ფროიდის კლინიკურ გამოცდილებას, ხოლო მეოთხედან მეშვიდე თავის ჩათვლით ფროიდი განავრცობს და წინა თავებში მოცემული მონაცემებით სპეკულირებს.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლინიკური გამოცდილება (თავი: I-III)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველ თავში ფროიდი წერს ფსიქიკური პროცესების ავტომატურ რეგულაციაზე სიამოვნების პრინციპის მეშვეობით და აღწერს ამ პრინციპის „ძლიერ ტენდენციას“, ასევე იგი აღწერს სიამოვნების პრინციპის გამონაკლისებს.

მეორე თავს ფროიდი იწყებს ტრავმული ნევროზების აღწერით, იგი ასევე განიხილავს განსხვავებას სიტყვებს „დაფრთხობა,“ „შიში“ და „შფოთვა“-ს შორის, რასაც იგი ტრავმულ ნევროზთან აკავშირებს. შემდგომ იგი სიზმრის ფუნქციაზე საუბრობს. ამ განხილვას, ფროიდი ფსიქიკური აპარატის მოქმედების ყველაზე ადრეულ ფორმის განხილვამდე მიჰყავს – ბავშვის თამაშები და თუ რა როლი უკავია აკვიატებულ განმეორებას ამ თამაშებში.

მესამე თავს, ფროიდი, იწყებს ფსიქოანალიტიკური ტექნიკის მიზნებზე საუბრით, საიდანაც იგი გადადის აკვიატებული განმეორების მექანიზმის განხილვაზე. ფროიდი მკაფიოდ მიჯნავს სიამოვნების პრინციპის და აკვიატებული განმეორების მექანიზმებს.

სპეკულირება (თავი: VI-VII)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეოთხე-მეშვიდე თავებში ფროიდი სპეკულირებს და ცდილობს მისი წამოჭრილი მოსაზრების საფუძველი გამოძახილი ბიოლოგიის მეცნიერებაში იპოვოს. იგი აგრეთვე განიხილავს მაზოხიზმს, როგორც კლინიკურ სიმპტომს, რასაც იგი თანატოსური ინსტინქტის არსებობას მიაწერს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]