სიამაყე და მცდარი აზრი
„სიამაყე და მცდარი აზრი“ | |
---|---|
| |
ავტორი | ჯეინ ოსტინი |
ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი |
ენა | ინგლისური |
ჟანრი | კლასიკური ნოველა |
გამომცემელი | T. Egerton, Whitehall |
გამოცემის თარიღი | 1813 წლის 28 იანვარი |
oclc | 38659585 |
წინამორბედი | გრძნობა და მგრძნობელობა |
მომდევნო | მენსფილდ-პარკი |
სიამაყე და მცდარი აზრი — ჯეინ ოსტინის რომანტიკული რომანი , რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1813 წელს. ამბავი ვითარდება გმირი, ელიზაბეთ ბენეტის გარშემო, რომელიც დაინახავს ნაჩქარევი შთაბეჭდილებების უარყოფით მხარეს და დააფასებს განსხვავებას ზედაპირულობასა და არსებითობას შორის. კომედია ვითარდება მანერების, განათლების, ქორწინების და ფულის ბრიტანული ე.წ რეგენსის პერიოდში.
მისტერ ბენეტს ლონგბორნიდან ხუთი ქალიშვილი ჰყავს , რაც იმას ნიშნავს , რომ ვერ ერთი მათგანი ვერ დაიმკვიდრებს თავს მამისეულ მამულში. არც მის ცოლს აქვს ქონება , ამიტომაც გოგონებიდან ერთი მაინც უნდა გათხოვდეს შეძლებულ ჯენტლმენზე , რათა მათი ცხოვრება სიძის სიკვდილამდე მაინც იყოს უზრუნველყოფილი. ჯეინ ოსტინი ნოველას იწყებს ფრაზით : ""საყოველთაო ჭეშმარიტებად მიიჩნევა,რომ უცოლო და მდიდარი კაცი იმთავითვე ცოლის შერთვას მოიწადინებს." , რაც სავსეა ირონიით. ნოველა გვიჩვენებს ქორწინებისას სიყვარულის აუცილებლობას , რომელიც ფულზე არ უნდა იყოს დამყარებული და არც საზოგადოებისთვის სიამოვნებაზე.
სიამაყე და მცდარი აზრი ჩნდება ისეთი სიების სათავეებში , როგორიცაა "მკითხველის ყველაზე მეტად საყვარელი წიგნი " როგორც ლიტერატურულ კრიტიკაში , ასევე საზოგადოებაში. ნოველა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ინგლისურ ლიტერატურაში , გაყიდულია 20 მილიონ ეგზემპლიარზე მეტი და ახლაც ახდენს გავლენას თანამედროვე მწერლობაზე . ნაწარმოების მიხედვით შექმნილია , როგორც სიქველები , წიგნები , გაგრძელებები , ასევე სერიალები და ფილმები . მათ შორისაა : სიამაყე და ცრურწმენა (2005 წლის ფილმი) , რომელშიც კირა ნაიტლი და მეთიუ მაკფადიენი მონაწილეობენ. ასევე BBC ის 1995 წლის სატელევიზიო სერიალი ამავე სახელწოდებით , რომელიც 6 სერიისგან შედგება.
სიუჟეტის მოკლე შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომანი იწყება მისტერ და მისის ბენეტის დიალოგით, სადაც ეს უკანასკნელი ცდილობს დაარწმუნოს მეუღლე რომ ესტუმროს ახლახან მეზობლად გადმოსულ მისტერ ბინგლის. მან ნეზერფილდი - მეზობლად მდგარი სახლი - იქირავა.
ერთ-ერთ მეჯლისზე ყველა გაიცნობს მისტერ ბინგლის , გულღიას , მხიარულს , მდიდარს , განათლებულსა და ყველასათვის მიმზიდველს , რომელიც უფროსი მის ბენეტით , ჯეინ ბენეტით მოიხიბლება. მას თან ახლავს დები : კეროლაინი , მისის ჰერსტი და მეგობარი მისტერ დარსი , რომლიც მიუხედავად იმისა , რომ ორჯერ უფრო მდიდარია ყველას დაამახსოვრდება როგორც ამაყი და ამპარტავანი ადამიანი. სწორედ ის უარყოფს იცეკვოს ელიზაბეთ ბენეტთან , რადგან მიაჩნია , რომ არც ისეთი ლამაზია , რომ მისი ცდუნება შეძლოს.,
ლონგბურნში მალევე ჩამოდის მისტერ კოლინზი , ბენეტების ოჯახის ნათესავი , რომელაც მათი სახლი და მამული გადაეცემა კანონით, მისტერ ბენეტის სიკვდილის შემდეგ. თუმცა მას გეგმა აქვს : უნდა რომ რომელიმე ქალიშვილი შეირთოს ცოლად .
ელიზაბეთი და მისი ოჯახი კი მალევე გაიცნობს მომხიბვლელ ჯორჯ ვიკჰემს , რომელიც დაიმარტოხელებს ელიზაბეთს და უამბობს თავისი ცხოვრების ისტორიას და საკუთარ უბედურებაში მისტერ დარსის დაადანაშაულებს. ნაამბობის შემდეგ კი მის ბენეტის უარყოფით დამოკიდებულება მისტერ დარსის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება. სწორედ ეს დამოკიდებულებები ხდება ერთი მხრივ სიამაყის და მეორე მხრივ მცდარი აზრის შექმნის საბაბი .
მთავარი გმირები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერსონაჟთა გენიალოგია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
- ელიზაბეთ ბენეტი - მისტერ ბენეტის მეორე ქალიშვილი. ის 20 წლის მხიარული , მიმზიდველი , ინტელიგენტური და სიტყვამახვილია. რომანი მისი და მისტერ დარსის ურთიერთობის შესახებაა
- მისტერ ფიცვუილიამ დარსი - მისტერ ბინგლის მეგობარი და პემბერლის მამულის მფლობელი . ის 28 წლის არის და წლირი შემოსავალი 10 000 გირვანქა სტერლინგია (დღევანდელი კურსით 796 000 გირვანქა სტელინგი )
- მისტერ ბენეტი - ლონგბურნის მამულის მფლობელი . წლიური შემოსავალი 2000 გირვანქა სტერლინგია
- მისის ბენეტი - საშუალო ასაკისა და მდგომარეობის , მისტერ ბენეტის მეუღლე.
- ჯეინ ბენეტი - 22 წლის ბენეტების უფროსი ქალიშვილი. ის დახასიათებულია , როგორც ყველაზე ლამაზი ქალი მთელს მხარეში. სწორეს მას უყვრდება ჩარლზ ბინგლი .
- მერი ბენეტი - ბენეტების შუათანა ქალიშვილი . ის ძალიან სერიოზული და მშვიდია. ძირითად დროს კითხვაში ან ფორტეპიანოზე დაკვრაში ატარებს. ის ხშირად უსწორებს მორალს მთელს ოჯახს და გამოთქვამს იმ აზრებს , რომლებიც წიგნებიდან ამოიკითხა.
- კეთრინ "კიტი" ბენეტი - ბენეტების მეოთხე ქალიშვილი, 17 წლის
- ლიდია ბენეტი - 15 წლის ბენეტების უმცროსი ქალიშვილი. ძალიან აქტიური , მხიარული და მოურიდებელი . ის ჯორჯ ვიკჰემტან ერთან გაიქცა , რაც იმ დროს მორალური და საზოგადოებრივი წესებისთვის მიუღებელი იყო.
- ჩარლზ ბინგლი - მომხიბვლელი , მდიდარი და ახალგაზრდა ჯელტმენი ჩრდილოეთ ინგლისიდან , რომელიც ქირაობს ნეზერფილდ პარკს.
- კეროლაინ ბინგლი - ჩარლზ ბინგლის და , რომლის მზითვი 20 000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ის მოხიბლულია მისტერ დარსით და ცდილობს როგორმე თავი მოაწონოს მას.
- ჯორჯ ვიკჰემკი - ფიცვუილიამ დარსის მამის სახლთუხუცესის შვილი , არმიის ოფიცერი . დახასიათებულია , როგორც მიმზიდველი და მხიარული ყმაწვილი. ის ელიზაბეთის მიმართ ავლენს სიმპათიებს და ცდილობს ცუდი წარმოდგენა შეუქმნას ყველას მისტერ დარსის შესახებ . თუმცა მისი ისტორია სულ სხვაგვარი აღმოჩნდება...
- მისტერ უილიამ კოლინზი - ბენეტების ოჯახის ნათესავი , სასულიერო პირი.
- ლედი ქეთრინ დე ბურნი - მისტერ დარსის დეიდა , როუზინგ პარკის მფლობელი ძალიან დიდი ქონების მქონე. მისი სურვილია ერთადერთი ქალიშვილი როგორმე დააქორწინოს მისტერ დარსიზე.
- მისტერ და მისის გარდინერები - ედვარდ გარდინერი მისის ბენეტის ძმა და წარმატებული საჯარო მოხელეა ლონდონში . ის და მისი მეუღლე წაიყვანენ ელიზაბეთს დერბირშიში , სამოგზაუროდ.
- ჯორჯიანა დარსი - მისტერ დარსის 15 წლის და, რომლის მზითვი 30 000 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. სწორედ ამ ფულის გამო სურდა ჯორჯ ვიკჰემს მისი ცოლად შერთვა ყველასგან მალულად.
- შარლოტა ლუკასი - ელიზაბეთ ბენეტის 27 წლის მეგობარი , რომელსაც ეშინია რომ ვერ გათხოვდება და საკუთარ ოჯახ ს მძიმე ტვირთად დააწვება . სწორედ ამის გამო დათანხმდება უსიყვარულოდ ცოლად გაჰყვეს მისტერ კოლინზს .
კლასი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოქვეყნების ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება].ჯეინ ოსტინმა ნოველა თომას ეგერთონის საგამომცემლო ბიბლიოთეკას 110 ფუნტ სტერლინგის სანაცვლოდ მისცა გამოსაქვეყნებლად. ამ პერიოდისთვის უკვე დაბეჭდილი იყო მისი "გრძნობა და გონება" , რის შემდეგაც აღიარეს ის სერიოზულ მწერლად. "სიამაყე და მცდარი აზრი " ჯეინ ოსტინმა 21 წლის ასაკში დაწერა , თუმცა თავდაპირველად მას "პირველი შთაბეჭდილებები" უწოდა. ეს მისი პირველი ნაწარმოები იყო. 15 წლის შემდეგ , როდესაც ნოველას გამოსაცემად ამზადებდა , მასში მცირედი ცვლილებები შეიტანა - შეცვალა სათაური და კიდევ უფრო მეტად დახვეწა სტილისტურად . საბოლოოდ , წიგნი 1813 წლის 27 იანვარს გამოიცა სამ ტომად. ტირაჟი მალემე ამოიწურა , მეორედ კი იმავე წლის ნოემბერში დაიბეჭდა.ქართულ გამომცემლობებში ნაწარმოებს ორგვარი დასახელებით ვხვდებით : "სიამაყე და მცდარი აზრი " ან "სიამაყე და ცრურწმენა".
ადაპტაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კინო და ტელევიზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიამაყე და მცდარი აზრის ეკრანიზაციებსა ვხვდებით როგორც კინოში , ასევე სატელევიზიო სერიებსა და თეატრის სცენებზე. პირველი კინოეკრანიზაცია 1940 წლის არის , რომელშიც გრერ გარსონი და ლორენს ოლივიე მონაწილეობენ. ასევე აღსანიშნავია 2005 წლის კინოვერსია კირა ნაიტლის (ოსკარზე ნომინირებული ელიზაბეტ ბენეტის როლისთვის ) და მეთიუ მაკფადიენის მონაწილეობით. არსებობს ორი სატელევიზიო ვერსია , რომელიც BBC-ის მიერ არის გადაღებული : 1980 წლის და 1995 წლის , რომელშიც ჯენიფერ ელი და კოლინ ფერთი მონაწილეობენ.