მენსფილდ-პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მენსფილდ-პარკი
MansfieldParkTitlePage.jpg
ავტორი ჯეინ ოსტინი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
გამომცემელი ტომას ეგერტონი
გამოცემის თარიღი 1814
წინამორბედი სიამაყე და ცრურწმენა
მომდევნო ემა

„მენფილ-პარკი“ (ინგლ. Mansfield Park) — ჯეინ ოსტინის მესამე გამოქვეყნებული რომანი, რომელიც პირველად 1814 წლის ივლისში გამოიცა. რომანი მოგვითხრობს ფანი პრაისის ამბავს, დაწყებული იმით, როცა მას ათი წლისას თავისი გაღატაკებული ოჯახი აგზავნის მდიდარ დეიდასთან და ბიძასთან; და დამთავრებული მისი ქორწინებით.

რომანი თავდაპირველად გამოაქვეყნა თომას ეგერთონმა. მეორე გამოცემა ოსტინის სიცოცხლეშივე გამოსცა ჯონ მიურეიმ 1816 წელს. თავდაპირველად რომანს არ მიუპყრია კრიტიკოსების ყურადღება. ჯეინ ოსტინის ნოველების შესახებ მოსაზრებები 1821 წელს გამოქვეყნდა, ყოველი მათგანი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.

რომანისა და მისი პერსონაჟების გარშემო უფრო მეტი კითხვა გაჩნდა მე-20 საუკუნიდან, მაგალითად, არის თუ არა ავტორი ტრადიციონალისტი ან ფემინისტი? არის თუ არა მენფილ-პარკი ირონიული რომანი? იყო თუ არა ის თეატრალური წარმოდგენების წინააღმდეგი? ნაჩვენებია თუ არა რომანში ქალაქში ცხოვრების მორალურ ნაკვლოვენებებს? და ა.შ.

პაულა ბირნის თქმით, „მენსფილდ-პარკი“ ჯეინ ოსტინის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია.[1]

წიგნის მიხედვით აღსანიშნავია კინოეკრანიზაციები: 1999 წლის ვერსია ფრენსის ო’კონორის მონაწილეობით და 2007 წლის ვერსია ბილი პიპერის მონაწილეობით.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა ფანი და სერ თომას ბერტრამი მისი ახლად ჩამოსვლისას მენსფილ-პარკში. 1903 წლის გამოცემა

ფრენსის „ფანი“ პრაისი ათი წლის ასაკში თავისი ოჯახიდან გაიგზავნა მდიდარ დეიდასთან და ბიძასთან, სერ თომას ბერტრამთან. ფანის დეიდაშვილი ედმუნდი იპოვის განმარტოებულს და მტირალს. დახმარების და თანაგრძნობის შემდეგ კი საერთო ენას გამონახავენ და დამეგობრდებიან. ფანის სურს მისწეროს წერილი უმცროს ძმას უილიამს, რაშიც ედმუნდი დაეხმარება. ამგვარად კი ფანი არ კარგავს კავშირს საკუთარ ოჯახთან. ედმუნდისგან განსხვავებით მისი და-ძმები, ტომი, მარია და ჯულია, არ არიან კეთილგანწყობილნი ფანის მიმართ. ასევე გულცივად ექცევა მეორე დეიდა მისის ნორისი, რომლის იდეაც იყო გოგონას აღსაზრდელად წამოყვანა. მისი გაუთავებელი საყვედურები და ყოველდღიურად იმის შეხსენება, რომ ფანის ძალიან გაუმართლა ასეთ ოჯახში რომ მოხვდა, გოგონას მორცხვს და მომთმენს ხდის. როდესაც ფანის 16 წელი შეუსრულდება სერ თომასს ოჯახის დატოვება და თავის პლანტაციაში, ანტიგუაში წასვლა უწევს. მისის ნორი კი დროს არ კარგავს და დისშვილს, მარიას, საქმროს უძებნის — მეზობლად მცხოვრებ ჯეიმზ რაშვორთს, რომლის შემოსავალიც წელიწადში 12,000 გირვანქა სტერლინგია.

მარია დათანხმდება ცოლობაზე და მანამდე არ აპირებს დაქორწინდეს სანამ მამა, სერ თომასი უკან არ დაბრუნდება.

მაგრამ ერთი წლის შემდეგ მეზობლად ახალგაზრდა და-ძმა მერი და ჰენრი კროუფორდები სახლდებიან. ისინი განსხვავებული, უფრო თანამედროვე და ქალაქური ცხოვრებით ცხოვრობენ. მერი და ედმუნდი მათდამი განსაკუთრებულ სიმპათიებს ავლენენ — ედმუნდი მის კროუფორდით მოიხიბლება და მის ცოლად შერთვას მოიწადინებს, უკვე დანიშნულ მარიას კი ჰენრი კროუფორდი მოხიბლავს, რომლისთვისაც უცხოა ზნეობრივი ფასეულობები და თითქოს ხიბლავს გამოწვევა იმისა, რომ უკვე საქმროს მქონე ახალგაზრდა ქალის გული უნდა მოინადიროს. ამ ყველაფერს ნათლად ხედავს ყველასათვის შეუმჩნეველი ფანი პრაისი და განსაკუთრებით ედმუნდის გრძნობები ტკენს გულს. მიზეზი კი ორი აქვს: მას უყვარს ედმუნდი და ასევე ხედავს როგორ თამაშობს და თავბრუს ახვევს მერი კროუფორდი მას.

ტომის წაქეზებით, რომელიც არ ერიდება არაფერს და დაუნანებლად ფლანგავს ქონებას, ახალგაზრდები მოინდომებენ საოჯახო სპექტაკლის გამართვას. ეს მიუღებლად მიაჩნია განსაკუთრებით ფანი პრაისს — ოჯახის უფროსი, სერ თომასი უკან არ დაბრუნებულა და არავინ იცის მოახერხებს თუ არა ამას. 

სერ თომას ჩამოდის სახლში უფრო ადრე, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მაშინ როცა რეპეტიციას გადიოდნენ. ისინი შეწყვეტენ თამაშს. ჰენრი, რომლისგანაც მარია მოელოდა ხელის თხოვნას და მზად იყო მიეღო, მოულოდნელად დატოვებს და გულს გაუტეხავს. განრისხებული მარია მისტერ კროუფორდს სასწრაფოდ ცოლად მიჰყვება და ცდილობს სიმდიდრეში ჰპოვოს შვება. ჰენრი და მერი კროუფორდები კი კვლავ ჩნდებიან ასპარეზზე — ამჯერად ჰენრი მის ფანი პრაისით ინტერესდება და მიზნად დაისახავს მისი გულიც დაიპყროს.

ფანი ჰენრი კროუფორდთან ცეკვას თანმხდება მისი დაბადების დღისადმი მიძღვნილ მეჯლისზე.

ახლადჩამოსული სერ თომასი დიდ სითბოსა და სიყვარულს ავლენს ფანის მიმართ, რაც მისთვის არ იყო დამახასიათებელი. ის ჰხედავს ჰენრი კროუფორდის დამოკიდებულებას შვილობილისადმი და ცდილობს მათ ქორწინებას ხელი შეუწყოს როგორმე. ჰენრი კროუფორდი მართლაც აღფრთოვანებულია პატარა ფანი პრაისით, რომელსაც ვერაფრით მოაწონა თავი. მისთვის გამოცანად რჩება 18 წლის გოგონას პიროვნება, ეს კი კიდევ უფრო მეტად უღვივებს ინტერესს მისადმი. მიზეზი კი ფანის ედმუნდის მიმართ სიყვარულია, როცა ეს უკანასკნელი უკვე დაუფარავად უმჟღავნებს უახლოესს მეგობარს მის გრძნობებს მერი კროუფორდისადმი.

მალე მენფილდს ფანის ძმა, უილიამი ეწვევა, რომელიც საზღვაო სამსახურშია. ჰენრი კროუფორდი მოახერხებს და ნაცნობების დახმარებით, უილიამის დაწინაურებას შეძლებს. ამით ცდილობს ფანის გული მოიგოს. ერთ დღესაც ის ცოლობას სთხოვს, რაზეც უარს მიიღებს.

სერ თომასს განარისხებს ფანის უარი და მას ოჯახში გაგზავნის, რათა ნახოს როგორია სიღატაკეში ცხოვრება და რომ სიყვარულით დაქორწინება (როგორც მისი მშობლები დაქორწინდნენ) არაფერს ნიშნავს. მართლაც, ფანი პრაისი საკუთარ მშობლებთან დაბრუნებით თავს სახლში ცუდად იგრძნობს — მისი უამრავი და-ძმა სიღარიბეში ცხოვრობს. ფანი ხედავს საკუთარი ოჯახის გაჭირვებას, ყველანაირად ცდილობს დაეხმაროს, მაგრამ აშკარა ტვირთია ისედაც მრავალშვილიანი დედ-მამისთვის. მისი და სუზანი, რომელსაც არც მისი ასაკისთვის მისაღები განათლება და მანერები აქვს, დაუმეგობრდება ფანის და მასთან საერთო ენის გამონახვას შეძლებს.

ჰენრი კროუფორდი მისდამი გრძნობებს არ კარგავს და მიაკითხავს ოჯახში, მაგრამ ფანი კვლავ უარს ეუბნება მას მიუხედავად იმისა, რომ ხედავს თუ რართულია გაჭირვება. მალევე გახდება ცნობილი, რომ ლონდონში დაბრუნებული ჰენრი უკვე გათხოვილ მარია რაშვორთთან ერთად გაიქცა. ეს სკანდალი მენსფილ-პარკს არცხვენს, რასაც ემატება ჯულიას გაქცევაც მისტერ იეტსთან. მალე კი მომაკვდავ ტომს ჩამოიყვანენ ლონდონიდან, სადაც სმასა და გართობაში დაავადდა.

მომხდარი ამბებით სასოწარკვეთილი ედმუნდი ფანის ჩააკითხავს და მენსფილ-პარკში დააბრუნებს, სადაც ყველა თავზარდაცემულია. მათთანაა მერი კროუფორდი, რომელსაც ის კი არ აწუხებს რაც მოხდა, არამედ ის, რომ ეს სკანდალი ყველამ იცის და ჩუმად არ ჩაიარა ყველაფერმა. ამასთან ერთად ის ფანის ადანაშაულებს მომხდარში, რადგან მისი აზრით, ჰენრის ცოლად რომ გაჰყოლოდა ეს არ მოხდებოდა. ეს სიტყვები აღაშფოთებს ედმუნდს და დაინახავს მას ისეთს, როგორიც არის სინამდვილეში. 

ედმუნდი აანალიზებს როგორი მნიშვნელოვანია ფანი მისთვის და ცოლობას სთხოვს. ისინი დაქორწინდებიან და მენფილ-პარკის ახლოს მდებარე სახლში დასახლდებიან, ედმუნდი კი სასულიერო პირი გახდება. ფანის ადგილს ბერტრამების ოჯახში მისი და სუზენი დაიკავებს. მენსფილდში ჯულიას და მის ქმარს, მისტერ იეიტსაც მიიღებენ. ტომი გამოჯანმრთელდება და გადაწყვეტს თავი დაანებოს ცხოვრების ძველებურ წესს. ჰენრი უარს იტყვის მარიას ცოლად მოყვანაზე. ამ უკანასკნელს კი ოჯახი არ მიიღებს — მას მისის ნორისთან ერთად შორეულ კუთხეში დაასახლებენ. მერი კროუფორდი კი, უარყოფილი და გაოცებული, კვლავ მისთვის სასურველი, მდიდარი ქმრის ძებნას განაგრძობს.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საგონებელში ჩავარდნილი მისტერ რაშუორთი, რომელიც ამჩნევს მარიას და ჰენრის გრძნობებს.
  • ფანი პრაისი — უფროსი ქალიშვილი პრაისების ცხრა შვილიდან. მგრძნობიარე, მორცხვი, ინტელიგენტი, მაღალი ზნეობის მქონე 18 წლის გოგონა. ის წიგნის მთავარი პერსონაჟია და სწორედ მისი პიროვნების გარშემო ვითარდება მოვლენები.
  • ლედი ბერტრამი — იგივე მარია უორდი, რომელიც ცოლად გაყვა მდიდარ სერ თომას ბერტრამს. შუათანა და უორდებიდან: მისის ნორისი, მარია და ფანის დედა ფრენსისი. ის ზარმაცი, აუღელვებელი ქალია, რომელსაც საკუთარი ძაღლების მეტი არაფერი ადარდებს.
  • მისის ნორისი — ლედი ბერტრამის უფროსი და. ცხოვრობს მენსფილდ-პარკის ახლოს. მისი ქმარი მისტერ ნორისი მღვდელი იყო გარდაცვალებამდე. მას არ უყვარს ფანი და შანსს არ უშვებს, რომ დაამციროს ის ან არ შეადაროს მის დეიდაშვილებს, მერის და ჯულიას, რომლებიც ძალიან უყვარს და უმაღლესი ზნეობის მქონე ქალიშვილებად მიაჩნია.
  • სერ თომას ბერტამი — ლედი ბერტამის მეუღლე და მენსფილდ-პარკის მფლობელი. 
  • ტომ ბერტრამი — სერ თომას ბერტრამის უფროსი ვაჟი, ფანიზე 7 წლით უფროსი. ის წლებს ატარებდა გართობასა და თამაშში. ავადმყოფობის შემდეგ კი ისწავლის და დაინახავს მისი ცხოვრების წესის ცუდ მხარეებს.
  • ედვარდ ბერტრამი — სერ თომასის იმცროსი ვაჟი, ის ექვსი წლით უფროსია ფანიზე. სურს რომ სასულიერო პირი გახდეს, მაგრამ მერი კროუფორდი ხშირად აქილიკებს ამის გამო. მიუხედავად ამისა, ის არ იცვლის თავის აზრს. ფანი კი პატივს სცემს მის გადაწყვეტილებებს. ის მოგვიანებით გააანალიზებს რომ ფანი უყვარს და მასზე დაქორწინდება.
  • მარია ბერტრამი — სერ თომასის უფროსი ქალიშვილი. დაქორწინდება მისტერ რაშუორთზე სიმდიდრის გამო. მაგრამ ჰენრი კროუფორდის მიმართ აქვს გრძნობები. მოგვიანებით მასთან ერთად გაიქცევა. მაგრამ არ დაქორწინდებიან. როგორც განქორწინებული ქალი ოჯახზე ფინანსურად დამოკიდებული ხდება და ცხოვრებას მისის ნორისთან ერთად აგრძელებს „სხვა ქვეყანაში“.
  • ჯულია ბერტრამი — სერ თომასის უმცროსი ქალიშვილი. ფანიზე ორი წლით უფროსი. მასაც ძლიერი გრძნობები აქვს ჰენრი კროუფორდის მიმართ, თუმცა მიხვდება რომ ეს უკანასკნელი მისი დის მიმართ უფრო მეტ სიმპათიებს ამჟღავნებს. ჩუმად გაიქცევა მისტერ იეიტსთან ერთად.
  • დოქტორი გრანტი — მისტერ ნორისის გარდაცვალების შემდეგ პასტორის ადგილი დაიკავა მენსფილდში. 
  • მისის გრანტი — მისტერ გრანტის მეუღლე და და-ძმა კროუფორდების ნახევარდა. სწორედ მასთან არიან სტუმრად ჩამოსულები ჰენრი და მერი.
  • მისტერ ჰენრი კროუფორდი — მომხიბვლელი ახალგაზრდა კაცი რომელიც ერთობა ქალების გრძნობებზე თამაშით. მენსფილდში ჯულიას და მარიას შეაყვარებს თავს. მაგრამ მალევე დაინტერესდება ფანი პრაისით, რომელიც არავის არ ჰგავს.
  • მერი კროუფორდი — ჰენრის მომხიბვლელი და, რომელიც ედმუნდის მიმართ გრძნობებს ამჟღავნებს, თუმცა არ მოსწონს მისი გადაწყვეტილება სასულიერო პირად გახდომის შესახებ. ცდილობს როგორმე აზრი შეაცვლევინოს და ის გააკეთებინოს, რაც მას მიაჩნია სწორად. ხშირად ძალიან კარგად და მეგობრულად ექცევა ფანის.
  • მისტერ ჯეიმზ რაშუორთი — მდიდარი, მაგრამ მოსაწყენი კაცი, რომელიც მარია ბერტრამზე ქორწინდება. 
  • უილიამ პრაისი — ფანის ძმა და საძღვაო ფლოტის წევრი.
  • სიუზან ფასი — ფანის და, რომელთანაც სახლში დაბრუნებისას ახლო მეგობრობას ამყარებს.

ადაპტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მენსფილდ-პარკი“ (1999). რეჟისორი: პატრიცია როზემა. ავტორი გვიჩვენებს მოდერნიზებულ ფანი პრაისს, რომელსაც ფრენსის ო'კონორი განსახიერებს.
  • 1983 — „მენფილ-პარკი“, BBC სერიალი, რეჟისორი დევიდ გაილი.
  • 1999 — „მენფილდ-პარკი“, რეჟისორი პატრიცია როზემა; როლებში ფრენსის ო'კონორი როგორც ფანი პრაისი და ჯონი ლი მილერი როგორც ედმუნდ ბერტრამი. ეს ფილმი ცვლის რამდენიმე ძირითად ელემენტს სიუჟეტში და ასახავს ფანის როგორც ოსტინის ზოგიერთი ფაქტობრივი წერილების ავტორს. იგი ხაზს უსვამს ოსტინის უკმაყოფილების მონობის მიმართ.
  • 2003 — „მენფილდ-პარკი“, რადიოადაპტაცია, შექმნილი BBC რადიო 4-ისდაკვეთით. როლებში ფელისიტა ჯონსი, როგორც ფანი პრაისი, ბენედიქტ კამბერბეტჩი, როგორც ედმუნდ ბერტრამი[2]
  • 2007 — „მენსფილდ-პარკი“, Company Pictures-ის მიერ შექმნილი ტელეადპტაცია, მონაწილეობენ: ბილი პიპერი, როგორც ფანი პრაისი და ბლეიკ რიტსონი, როგორც ედმუნდ ბერტრამი[3]
  • 2011 — „მენსფილდ-პარკი“, ჯონათან დოვის კამერული ოპერა, რომლისჩვენებაიმართებოდა მიერ 2011 წლის 30 ივლისიდან იამვეწლის 15 აგვისტო,.[4]
  • 2012 — „მენსფილ-პარკი“, ტიმ ლუსკომბის სპექტაკლი, დადგმული ბერი-სენტ-ედმუნდის სამეფო თეატრში, სპექტაკლს აჩვენებდნენ დიდ ბრიტანეთში 2012-2013 წლებში.[5]
  • 2014 — „From Mansfield with love“, ინტერნეტ-სერიალი, რომლის ჩვენებაც დაიწყო დაიწყო Youtube-ის ეთერში[6]
  • 2017 — „მენსფილდის ძიებაში“[7]

რესურები ინტერენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Byrne, Paula. “Mansfield Park shows the dark side of Jane Austen“, 26 July 2014. წაკითხვის თარიღი: 7 აპრილი, 2018. 
  2. MacAlpine, Fraser. (2014)Listen: Pre-fame Benedict Cumberbatch (and David Tennant) in Radio 4's Mansfield Park. BBC America. წაკითხვის თარიღი: 27 სექტემბერი,2016.
  3. Dooks, Brian. “Historic hall to host Austen adaptation“, Yorkshire Post, 16 აგვისტო, 2006. წაკითხვის თარიღი: 16 აგვისტო, 2006. 
  4. Quirke, Kieron. “Mansfield Park, Arcola Theatre – Review“, Evening Standard, 16 აგვისტო, 2011. წაკითხვის თარიღი: 19 აგვისტო, 2011. 
  5. Stebbing, Eve. “Mansfield Park, Theatre Royal Bury St Edmunds – Review“, Daily Telegraph, 24 September 2012. წაკითხვის თარიღი: 19 თებერვალი, 2014. 
  6. Dear Will.... 3 დეკემბერი, 2014. https://www.youtube.com/watch?v=njBFxjzu7_E&list=PLmsm7oFLjXNecAKxAdpf8YQ4ezL3H7lEA&index=1&t=242s. წაკითხვის თარიღი: 21 თებერვალი, 2017.
  7. SEEKING MANSFIELD by Kate Watson | Kirkus Reviews.