სვანური ციხე-სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სვანური ციხე-სახლი — საცხოვრებლის ერთ-ერთი სახე სვანეთში. კოშკისებრი საცხოვრებელი ნაგებობაა, რომელსაც თავდაცვითი ფუნქციაც ეკისრება. სვანური კოშკისაგან განსხვავებით ციხე-სახლი უფრო დაბალია და მასიური. შედგება სამი სართულისაგან. პირველი სართული ადამიანთა საცხოვრებლად და საქონლის სადგომადაა გამოყენებული, II სართული სამეურნეო დანიშნულებისაა და მასზე ასასვლელად კედელში დატანებულია ქვის კიბე. მესამე სართული ბანია და თავდაცვითი დანიშნულება აქვს. სვანური ციხე-სახლის ერთ-ერთი ნიმუში შემონახულია სოფელ ჩაჟაშში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]