სე სიდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სე სიდე
დაბადების თარიღი 21 მარტი 1921
ციუანჯოუ, ფუძიანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 4 მარტი 2000
ცზინიანი, შანხაი, ჩინეთი
მოქალაქეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ალმა-მატერი სიამინის უნივერსიტეტი
პროფესია ფიზიკოსი
წოდება პროფესორი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი
პარტია ჩინეთის კომუნისტური პარტია

სე სიდე ( ჩინ. ტრად. 謝希德, გამარტ. 谢希德, ფინინი: Xiè Xīdé  ; დ. 19 მარტი, 1921, ფუძიანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა — გ. 4 მარტი, 2000, შანხაი, ჩინეთი), ასევე ცნობილი როგორც ჰილდა სე — ჩინელი ფიზიკოსი, პედაგოგი და პარტიული მოღვაწე. ფუდანის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი 1983 წლიდან 1988 წლამდე, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი 1980 წლიდან. ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი 1982-1992 წლებში. [1]

ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სე სიდე დაიბადა საპორტო ქალაქ ციუანჯოუში, ფუძიანის პროვინციაში, პეკინის იანჯინგის პროფესორის დოქტორ სი იუმინგის ოჯახში.

მან უმაღლესი განათლება მიიღო სიამენის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1946 წელს. ერთი წელი ასწავლიდა შანხაის უნივერსიტეტში.

1947 წელს მან მიიღო სტიპენდია, რამაც საშუალება მისცა გაეგრძელებინა უმაღლესი განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1949 წელს სმიტის კოლეჯში მიიღო მაგისტრის ხარისხი ფიზიკაში და სწავლა განაგრძო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც 1951 წელს გახდა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მფლობელი ფიზიკაში.

1952 წლამდე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში კვლევით თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ [2] სე სიდე დაბრუნდა [1] ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც 1952–1956 წლებში მუშაობდა ლექტორად ფუდანის უნივერსიტეტში, 1956–1962 წლებში იყო დოცენტი, ხოლო 1962 წლიდან — პროფესორი. 1958 წლიდან 1966 წლამდე იგი პარალელურად იკავებდა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის შანხაის ტექნიკური ფიზიკის ინსტიტუტის ასოცირებული დირექტორის თანამდებობას.

1978 წლიდან 1983 წლამდე სე სიდე იყო უნივერსიტეტის პრორექტორი, ამავე დროს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის თანამედროვე ფიზიკის ინსტიტუტს, რომელიც შეიქმნა მისი მნიშვნელოვანი მონაწილეობით, ხოლო 1983 წელს იგი აირჩიეს მის რექტორად, გახდა პირველი ქალი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ხელმძღვანელობდა დიდ უნივერსიტეტს. [3]

1988 წლის ბოლოს სე სიდე გადადგა რექტორის თანამდებობიდან, ადგილი დაუთმო ჰუა ჟონგის, მაგრამალ უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს მრჩევლად დარჩა.

სე სიდეს კვლევითი სამუშაოები ძირითადად კონცენტრირებული იყო მყარი მდგომარეობის ფიზიკის,[3] ინტერფეისის ფიზიკის და ნახევარგამტარების ფიზიკის სფეროებზე . მისი კვლევა გამოქვეყნებულია ოთხმოცზე მეტ ჟურნალში.

გარდა ამისა, მან გამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი და მონოგრაფია, მათ შორისაა „Semiconductor Physics“ ხუან კუნეს თანაავტორობით) და „Group Theory and Its Applications“ (1986). [1]

სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის გარდა, სე სიდე მონაწილეობდა პარტიულ პოლიტიკურ საქმიანობაში, იყო ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი 1982-1992 წლებში [1] [4] და ხელმძღვანელობდა ჩინეთის სახალხო პოლიტიკურ საკონსულტაციო კონფერენციის შანხაის კომიტეტს 1988 წლიდან 1993 წლამდე.

სე სიდე გარდაიცვალა კიბოთი 2000 წლის 4 მარტს. [5]

2011 წელს ფუდანის უნივერსიტეტში ახლად ჩამოყალიბებულ კოლეჯს სახელი სე სიდეს საპატივსაცემოდ უწოდეს. [6]

საპატიო წოდებები და სამეცნიერო საზოგადოებების წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წლიდან სე სიდეს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება სხვადასხვა ქვეყნების თორმეტი უნივერსიტეტიდან, მათ შორის ჩინეთისა და ჰონგ კონგის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, შეერთებული შტატებისა და იაპონიის ჩათვლით. ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის წოდების გარდა, იგი აირჩიეს ამერიკის ფიზიკურ საზოგადოებისა და მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის (იმ დროს განვითარებადი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემია) წევრად .

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Xie, Xide. CWP at physics.ucla.edu. ციტირების თარიღი: 2007-03-20.
  2. A Brief Introduction to Xie Xide. Fudan University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-29. ციტირების თარიღი: 2017-04-07.
  3. 3.0 3.1 {{{სათაური}}}, ISBN 9789628093403.
  4. Xie Xide - The gentle president of China's Fudan University. The Christian Science Monitor. ციტირების თარიღი: 2017-04-08.
  5. 复旦大学校长(四) 谢希德. 复旦大学-BI挪威商学院. ციტირების თარიღი: 2017-04-08
  6. 希德书院介绍. Xide College, Fudan University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-15. ციტირების თარიღი: 2017-04-08.