სექცია (ბოტანიკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სექცია.

სექცია (ლათ. sectio) — ტაქსონომიური კატეგორია ბოტანიკურ ნომენკლატურაში. ამა თუ იმ გვარის სექციის სახეობები გვარის ტიპური სექციის სახეობებისაგან განსხვავდებიან ძირითადი მორფოლოგიური ნიშნებით (ნაყოფის ფორმა, აგებულება, ყვავილის ნაწილების ფორმა, აგებულება, შეფერვა და სხვ.), ფიზიოლოგიური, ეკოტოპოლოგიური თავისებურებებით, შესაძლოა აგრეთვე წარმოშობის ცენტრითა და არეალით. შუალედი ადგილი უჭირავს ქვეგვარსა და სერიას შორის.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 307.