სესტრორეცკის წმინდა პანტელეიმონის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სესტრორეცკის წმინდა პანტელეიმონის ეკლესია
სესტრორეცკის წმინდა პანტელეიმონის ეკლესია — რუსეთი
სესტრორეცკის წმინდა პანტელეიმონის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 60°04′09″ ჩ. გ. 29°58′22″ ა. გ. / 60.06917° ჩ. გ. 29.97278° ა. გ. / 60.06917; 29.97278
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სესტრორეცკი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1906

სესტრორეცკის წმინდა პანტელეიმონის ეკლესია (რუს. Пантелеимоновская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი, სესტრორეცკში, სანქტ-პეტერბურგი. აგებულია 1905-1906 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რევოლუციამდე სოფელ ტარხოვკის წმინდა პანტელეიმონის ეკლესია მიწერილი იყო სესტრორეცკის პეტრესა და პავლეს ეკლესიაზე. იგი მდებარეობდა სააგარაკო ნაწილში. ტაძარი ააგეს აგარაკის მფლობელებისა და ტარხოვსკის საკურორტო ზონის კეთილმოწყობის საზოგადოების შემოწირულობებით.

1937 წელს ეკლესიას, ისევე როგორც დიდმოწამე პანტელეიმონს, თავი წაჰკვეთეს. 1938 წელს ეკლესიის ნგრევა კვლავ მიმდინარეობდა. მიწაზე დაანარცხეს გუმბათი და ჯვარი. სესტრორეცკში საბჭოთა მმართველობის პერიოდში ყველა ეკლესია დაანგრიეს. ტარხოვსკის პანტელეიმონის ეკლესია თავდაპირველად გადააკეთეს კლუბად, შემდეგ გადაეცა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს და მასშ 1948 წლამდე განთავსებული იყო სასამართლო, რომელიც წარმოადგენდა ცნობილ სამეულს. ახლო მაცხოვრებლებს ესმოდათ დახვრეტების ხმა, დახვრეტილებს მარახევდნენ იქვე, საძმო სასაფლაოზე, ხოლო ბლოკადის დროს არც კი მარხავდნენ. 1952 წელს შენობა გადაეცა სახანძრო სამსახურის სამმართველოს.

1990 წელს დაიწყო ეკლესიის დაბრუნების მოძრაობა. 1991 წლის 4 იანვარს დარეგისტრირდა საზოგადოების წესდება. პირველი ლოცვა ტაძარში აღევლინა 1991 წლის 1 იანვარს. 1991 წელს აღმასკომმა შენობა გაათავისუფლა. 1992 წელს გადასცეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. შენობა საკმაოდ ავარიულ მდგომარეობაში იყო. დანგრეული იყო თითქმის 60 % სამრეკლო, გუმბათი და აფსიდა.

2004 წლის აგვისტოში ეკლესია აკურთხა სანქტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტმა ვლადიმირმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]