სესტრორეცკის პეტრესა და პავლეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სესტრორეცკის პეტრესა და პავლეს ეკლესია
სესტრორეცკის პეტრესა და პავლეს ეკლესია — რუსეთი
სესტრორეცკის პეტრესა და პავლეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 60°05′21″ ჩ. გ. 29°58′02″ ა. გ. / 60.08917° ჩ. გ. 29.96722° ა. გ. / 60.08917; 29.96722
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სესტრორეცკი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ე. ფ. შაპოვალოვა
თარიღდება 2004-2009

სესტრორეცკის პეტრესა და პავლეს ეკლესია (რუს. Церковь Святых Петра и Павла) — მართლმადიდებლური ტაძარი, სესტრორეცკში, სანქტ-პეტერბურგი. აგებულია 2004-2009 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხის პირველი, პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესია სესტრორეცკში ააგეს 1722-1725 წლებში. იგი დაიწვა 1730 წელს.

ახალი ქვის იგივე წმინდანების სახელობის ეკელსია ააგეს 1781 წელს პეტრე I-ის დანგრეული სასახლის მასალებისაგან. იგი დაიწვა 1868 წელს. მსახურება გადაიტანეს დროებით ბარაკული ტიპის შენობაში.

1871 წელს ქალაქის ცენტრში (ამჟამად თავისუფლების მოედანი) ააგეს ახალი ქვის პეტრე-პავლეს ეკლესია არქიტექტორ გ. ი. კარპოვის პროექტის მიხედვით. ტაძრის მშენებლობის ფინანსები გაიღო იმპერატორმა ალექსანდრე II-მ და სინოდმა, ასევე გარკვეული ნაწილი იყო შემოწირულობა. მისი საზეიმო გახსნა გაიმართა 1874 წლის 21 ივნისს. 1924 წელს აღნიშნულმა ეკლესიამ მიიღო საკათედრო ტაძრის სტატუსი.

1931 წელს ტაძარი დახურეს, ხოლო 1932-1933 წლებში დაანგრიეს. მის ადგილზე კი ააშენეს № 6 (№ 433) სკოლის შენობა, რომლის ახლოსაც 1963 წელს დადგეს ლენინის ძეგლი.

ახალი, ამავე სახელწოდების ეკლესია ქალაქ სესტრორეცკში ააგეს ახალ ადგილზე ადრე არსებული ტაძრის სამახსოვროდ. ტაძრის ასაგები ადგილის კურთხევა შედგა 2002 წლის 12 ივლისს, ხოლო საფუძვლის საზეიმოდ ჩაყრა გაიმართა 2004 წლის 14 ივნისს. ტაძარი ააშენეს არქიტექტორ ელენა შაპოვალოვას პროექტის მიხედვით.

ახლად აგებულ ტაძარში პირველი ღვთისმსახურება გაიმართა 2009 წლის 12 ივლისს, ხოლო საზეიმო კურთხევა შედგა ამავე წლის 11 ოქტომბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Справочник Санкт- Петербургской епархии 2009 г. Спб, изд. «Ладан», 2008, сс. 142—143 ISBN 5-86983-095-8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]