სერჰედჩის ოლიმპიური სპორტული ცენტრი
სერჰედჩი (აზერ. Sərhədçi) — აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ოლიმპიური სპორტული ცენტრი, რომელიც მდებარეობს ბაქოს ხატაის რაიონში.
მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, ხოლო 2009 წლის 31 აგვისტოს გაიხსნა[1].
ოლიმპიური ცენტრი 3250 მაყურებელს იტევს[2].
ცენტრმა უმასპინძლა ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა 2010 წლის ახალგაზრდულ კრივში მსოფლიო ჩემპიონატი; 2011 წლის ტაეკვონდოს მსოფლიო საკვალიფიკაციო ტურნირს 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის; 2014 წლის ევროპის ჩემპიონატი ტაეკვონდოში.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერჰედჩის ოლიმპიური სპორტული ცენტრი აშენდა 3 ჰექტარ ფართობზე, ხოლო მისი საერთო მშენებლობის ფართობი 37,300 მ² შეადგინა. მულტიფუნქციური დარბაზი 3-სართულიანია. მისი გუმბათის დიამეტრი 53 მეტრია; გუმბათზე დამონტაჟებულია ფანჯრები, რომლებიც ავტომატურად იხსნება, რაც სუფთა ჰაერის შეღწევას უზრუნველყოფს.
სპორტის ცენტრში წარმოდგენილია — ჭიდაობისა და საბრძოლო ხელოვნების დარბაზები, ასევე გასახდელები, მწვრთნელების ოთახები, ექიმის კაბინეტი, ჩექმის, ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთისა და ბილიარდის ოთახები, საკონფერენციო დარბაზი, მუზეუმი და საპატიო სტუმრების ადგილი.
ცენტრის ღია ტერიტორიები განკუთვნილია კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის და ჩოგბურთის ვარჯიშებისთვის. საფეხბურთო მოედანი კი 1850 კაცისთვისაა განკუთვნილი.
ცენტრში 32 ოთახიანი სასტუმრო მდებარეობს, რომელიც ხუთსართულიანი. ცენტრში აზერბაიჯანის კალათბურთის ჩემპიონატი ტარდება[3]. 2024 წლის დეკემბერში ცენტრმა აზერბაიჯანის პარაოლიმპიურ ბოჩეს ჩემპიონატს უმასპინძლა.