სერგეი ნევსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სერგეი ნევსკი
დაბ. თარიღი 24 სექტემბერი, 1908(1908-09-24)
დაბ. ადგილი ტვერის გუბერნია
გარდ. თარიღი 2 ივლისი, 1938(1938-07-02) (29 წლის)
გარდ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ბოტანიკოსი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი

სერგეი არსენის ძე ნევსკი (რუს. Сергей Арсеньевич Невский; დ. 2 ივლისი, 1908, სოფ. ტროიცკოე-ბოლშოე, ტვერის გუბერნია — გ. 2 ივლისი, 1938, ლენინგრადი) — რუსი საბჭოთა ბოტანიკოსი. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1935). 1927–1929 წლებში სწავლობდა ტვერის პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1929 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ლენინგრადის მთავარი ბოტანიკური ბაღის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1929 წელს მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ურალში წარმოებულ ექსპედიციაში, 1939 წელს — თურქმენეთში (კუგითანგთაუს ქედი) წარმოებულში. მოღვაწეობდა სისტემატიკისა და ფლორისტიკის დარგში — იკვლევდა უმაღლეს მცენარეთა (მარცვლოვანთა, ჯადვარისებრთა) სისტემატიკას, ფლორის გენეზისა და ისტორიას. მონაწილეობას იღებდა მრავალტომიანი გამოცემის „სსრკ-ის ფლორის“ შექმნაში. ავტორია 33 სამეცნიერო პუბლიკაციისა. აღწერა მცენარეთა 30-მდე გვარი და რამდენიმე ასეული სახეობა. გარდაიცვალა ტუბერკულოზით.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Невский, Сергей Арсеньевич რუსული. Известные ботаники. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2021