სერგეი ლიტოვჩენკო
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სერგეი ლიტოვჩენკო | ||
დაბადების თარიღი | 4 ოქტომბერი, 1987 | ||
დაბადების ადგილი | ხარკოვი, უკრაინის სსრ | ||
სიმაღლე | 192 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ჩერნომორეცი ოდესა | ||
ნომერი | 12 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2002–2005 | არსენალი ხარკოვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005–2008 | არსენალი ხარკოვი | 38 | (0) |
2007 | → გაზოვიკი ხარკოვი | 3 | (0) |
2009–2010 | ფენიქს-ილიჩოვეცი | 26 | (0) |
2011–2015 | ვოლინი ლუცკი | 18 | (0) |
2012 | → ნეფტიანიკ-უკრნეფტი | 10 | (0) |
2015 | ჰელიოსი ხარკოვი | 11 | (0) |
2015–2016 | ოლიმპიკი დონეცკი | 7 | (0) |
2016–2017 | ზუგდიდი | 9 | (0) |
2017 | დინამო თბილისი | 26 | (0) |
2018 | ქიაფაზი | 14 | (0) |
2018–2019 | ჩერნომორეცი ოდესა | 26 | (0) |
2019– | დინამო თბილისი | 0 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 ივლისი, 2019 |
სერგეი ლიტოვჩენკო (უკრ. Сергій Сергійович Літовченко; დ. 4 ოქტომბერი, 1987, ხარკოვი, უკრაინა) — უკრაინელი ფეხბურთელი, თბილისის „დინამოს“ მეკარე.
კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტოვჩენკო ხარკოვის „არსენალის“ აღზრდილია. ამავე კლუბის რიგებში შედგა მისი დებიუტი, 2005 წლის 24 სექტემბერს. „არსენალში“ გატარებული ორი სეზონის შემდეგ იჯარის წესით განათხოვრებული იყო ასევე ხარკოვის კლუბ „გაზოვიკში“, ნახევარი სეზონის შემდეგ დაბრუნდა „არსენალში“.
2009 წლის ზაფხულში გადავიდა „ფენიქს-ილიჩოვეცში“. 2011 წელს კლუბი დაიშალა, შედეგად თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა უკრაინის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ლუცკის „ვოლინში“. წელიწადნახევარი მხოლოდ დუბლებში უწევდა თამაში, რის გამოც 2012 წელს იჯარის წესით იცავდა „ნეფტიანიკ-უკრნეფტის“ ღირსებას. ახალ კლუბში მალევე დაიმკვიდრა თავი. 2012-13 წლების სეზონიდან დაბრუნდა „ვოლინში“ და ადგილი დაიკავა ძირითად შემადგენლობაში. მისი დებიუტი უკრაინის უმაღლეს ლიგაში შედგა 2012 წლის 6 აგვისტოს, დონეცკის „შახტარის“ წინააღმდეგ, მან 46-ე წუთზე მაქსიმ სტარცევი შეცვალა.[1] 2012-13 წლების სეზონში ჯამში ჩაატარა 15 მატჩი. 2013-14 წლების სეზონიდან ნაკლებად უწევდა ძირითად გუნდში თამაში, ამიტომ 2015 წლის იანვარში „ვოლინი“ დატოვა და გადავიდა უკრაინის დონით მეორე ჩემპიონატის კლუბ „ჰელიოსში“, სადაც გატარებულ ნახევარ სეზონში დასახელდა ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ. შემდეგ ერთი სეზონი იცავდა დონეცკის „ოლიმპიკის“ ღირსებას.
2016 წლის ზაფხულში გადავიდა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“.[2] 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში, „ზუგდიდის“ შემადგენლობაში ჩაატარა 9 მატჩი. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დაქვეითდა უმაღლესი ლიგიდან, ლიტოვჩენკომ შეძლო კარგი თამაშით თავის გამოჩენა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შეუერთდა „დინამო თბილისს“.[3]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი დინამო თბილისის ოფიციალურ საიტზე (ქართული)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ "Волынь" - "Шахтер" 0:4. Мастер-класс от "Шахтера" რუსული. ua-football.com (2014-02-04).
- ↑ 2 უკრაინელი ფეხბურთელი "ზუგდიდში" - ინვესტორთან ჯერაც მოლაპარაკებები მიდის, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 16 აგვისტო, 2016.
- ↑ თბილისის "დინამო" და უკრაინელი მეკარე სერგეი ლიტოვჩენკო შეთანხმდნენ, საინფორმაციო სააგენტო „http://sportall.ge/“[მკვდარი ბმული], 5 იანვარი, 2017.
|
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - იანვარი 2021
- დაბადებული 4 ოქტომბერი
- დაბადებული 1987
- უკრაინელი ფეხბურთელები
- უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის ფეხბურთელები
- ხარკოვის არსენალის ფეხბურთელები
- ხარკოვის გაზოვიკის ფეხბურთელები
- ლუცკის ვოლინის ფეხბურთელები
- ფენიქს-ილიჩოვეცის ფეხბურთელები
- ზუგდიდის ფეხბურთელები
- დონეცკის ოლიმპიკის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- განჯის ქიაფაზის ფეხბურთელები
- ნეფტიანიკ-უკრნეფტის ფეხბურთელები
- ოდესის ჩერნომორეცის ფეხბურთელები