შინაარსზე გადასვლა

სენეგამბია და ნიგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სენეგამბია და ნიგერი (ფრანგ. Sénégambie et Niger) — დასავლეთ აფრიკაში საფრანგეთის სამფლობელოების ადმინისტრაციული გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 1902 წელს საფრანგეთის სუდანის ტერიტორიიდან გამოყოფით და იმყოფებოდა სამოქალაქო მმართველობის ქვეშ. 1904 წელს იგი გადაკეთდა ზემო სენეგალი და ნიგერის კოლონიად.[1][2]

მიუხედავად არსებობის ხანმოკლე პერიოდისა, საფრანგეთის ხელისუფლებამ ამ ადმინისტრაციული წარმონაქმნისათვის მოასწრო გამოეშვა სპეციალური საფოსტე მარკები.