სემინოლები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სემინოლები — ჩრდილოეთ ამერიკის ინდიელთა ერთ-ერთი ტომი. ჩამოყალიბდა ფლორიდაში XVIII საუკუნის დასასრულში თანამედროვე ალაბამისა და ჯორჯიის შტატების ტერიტორიაზე კრიკების კონფედერაციიდან გადმოსახლებულთაგან. XIX საუკუნეში ე. წ. სემინოლთა ომების (1817—1818, 1835—1842, 1955—1958) შედეგად მათი მიწები დაიპყრო აშშ-მა. სემინოლების უმრავლესობა გაჟლიტეს, ნაწილმა ნახევარკუნძულის სამხრეთით ჭაობებს შეაფარა თავი, დანარჩენებმა კი ოკლაჰომაში გადაინაცვლეს. თანამედროვე სემინოლები სახლობენ სამ რეზერვაციაში — ფლორიდის სამხრეთ-აღმოსავლეთში და ოკლაჰომის სოფლებში (დაახლოებით 3000 კაცი). მისდევენ მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, კუსტარულ რეწვას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]