სემიკარაკორსკის ციხესიმაგრე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხაზართა სახაკანო

სემიკარაკორსკის ციხესიმაგრე (რუს. Семикаракорская крепость) — შუა საუკუნეების ხაზართა ციხესიმაგრე. მდებარეობს როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე, ქალაქ სემიკარაკორსკთან. სემიკარაკორსკის ციხესიმაგრის ნაქალაქარი წარმოადგენს რკინის ხანის სალტოვო-მაიაკის კულტურის ძეგლს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როსტოვის ოლქში, ქალაქ სემიკარაკორსკის მახლობლად მდებარე უძველსი ხაზარული ციხესიმაგრე აგებულია VIII საუკუნის დასასრულსა და IX საუკუნის დასაწყისში. მდებარეობს კუნძულის მაგვარ ბორცვზე. ბორცვს გარშემო აკრავს მდინარე სალი და პატარა მდინარები სუსატი და სალაკი.

ციხესიმაგრე ოთხჯერ აღემატებოდა თავდაცვითი ხასიათის მაიაკის ციხესიმაგრეს. აქ განლაგებული იყო ხაზართა ხაკანის ბანაკი ქვემო დონზე.

1971-1974 წლებში ციხესიმაგრის რაიონში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები, რომელმაც აჩვენა, რომ ციხესიმაგრე აგებულია სისტემით „კვადრატი კვადრატში“, ციხესიმაგრის ზომები იყო 215 х 200 მ-ზე, ხოლო მის შიგნით მდებარეობდა ციტადელი 85 х 80 მ-ზე. ქალაქ-ციხესიმაგრეს ჰქონდა დიდი სავაჭრო დანიშნულება.

ციხესიმაგრე და ციტადელის ექვსმეტრიანი კედლები იყო ხაზართა სახაკანოს სავიზიტო ბარათი. მათ კედლებზე დახარჯული იყო დაახლოებით 2 მლნ ცალი აგური.

სამშენებლო მასალად გამოყენებულია მაღალი ხარისხის ალიზი. აგურის ზომებია 25 х 25 х 5 სმ. ციხესიმაგრის კედლები შემონახულია ერთი მეტრის სიმაღლეზე, ხოლო მთავარი კოშკის კედლები ორი მეტრის სიმაღლეზე. კედლების მაქსიმალური სიმაღლე სავარაუდოდ 5-6 მეტრი უნდა ყოფილიყო. არქეოლოგები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ციხესიმაგრის შიდა ნაგებობებიც ალიზისაგან იყო ნაგები, თუმცა შემდეგ გაარკვიეს, რომ მათ ასაგებად გამოყენებული იყო გამომწვარი აგური. აქედან გამომდინარე ივარაუდეს, რომ ციხესიმაგრე ეკუთვნოდა ხაკანებს, რადგან მხოლოდ ისინი ცხოვრობდნენ აგურის სახლებში.

2011 წელს ნაქალაქარის შესწავლით დაკავდნენ ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაის სახელობის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგები ირინა არჟანცევას ხელმძღვანელობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • С. А. Плетнева. Хазары. Москва, «Наука», 1976 г.
  • М. И. Артамонов. История хазар. // Л.: Изд-во Гос. Эрмитажа, 1962. 523 с.
  • В. Флерова. Ненашенские письмена // Родина. - N.3-4, 1997. - С. 24-27.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]