სემიკარაკორსკის ცენტრალური ბიბლიოთეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სემიკარაკორსკის ცენტრალური ბიბლიოთეკა
Семикаракорская Центральная библиотека
ქვეყანა რუსეთი
დაარსდა 1938
მდებარეობა სემიკარაკორსკი
მოცულობა 66 635
მიღება და სარგებლობა
მკითხველი 8 943
სხვა ინფორმაცია
დირექტორი ირინა ბელოკური

სემიკარაკორსკის ცენტრალური ბიბლიოთეკა (რუს. Семикаракорская Центральная библиотека) — ბიბლიოთეკა სემიკარაკორსკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

მისამართი: 346630, როსტოვის ოლქი, სემიკარაკორსკის რაიონი, ქალაქი სემიკარაკორსკი, მე-4-ე შესახვევი, სახლი 17.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ცნობები სემიკარაკორსკში ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ განეკუთვნება 1870 წელს. სტატისტიკურ მონაცემებში აღნიშნულია, რომ სტანიცაში არის ერთი საეკლესიო-სამრევლო სკოლა, ხუთი სასმელი დაწესებულება, ორი ეკლესია და ერთი ბიბლიოთეკა 225 წიგნით. შემდეგი მონაცემები ბიბლიოთეკის შესახებ დაკავშირებულია მეთევზეობის არტელის ბაზაზე კოლმეურნეობა „წითელი ოქტომბრის“ დაარსებასთან. კოლმეურნეობის მმართველობა გაკულაკებული გლეხის სახლში მდებარეობდა, ამ სახლში კი ერთი ოთახი დაუთმეს ბიბლიოთეკას.

სემიკარაკორსკში ბიბლიოთეკის გახსნის ოფიციალურ თარიღად ითველება 1938 წელი.

მეორე მსოფლიო ომის დროს ბიბლიოთეკა განთავსებული იყო კულტურის სახლის მეორე სართულზე. ამ პერიოდში ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამწვევი პუნქტი. ომის შემდგომ პერიოდში ბიბლიოთეკა გადავიდა ქალაქის საბჭოს შენობის სარდაფში, ბიბლიოთეკარები ფიქრობდნენ ახალ შენობაზე. 1952 წელს ბიბლიოთეკის შენობა ააგეს ლენინის ქუჩაზე, კულტურის სახლთან ახლოს.

რაიონული საბჭოს სახალხო დეპუტატების აღმასკომის 1977 წლის № 12 ბრძანების შესაბამისად ჩამოყალიბდა ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო სისტემა. 80-იან წლებში ბიბლიოთეკაში ეწყობოდა წიგნების პრემიერები, საუბრები „მრგვალ მაგიდასთან“, მუშაობდა კლუბები ინტერესების მიხედვით, მოყვარულთა გაერთიანებები, იმართებოდა მკითხვეთა ბენეფისები და სხვა.

1986 წლის 12 მარტს რსფსრ-ის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით სემკარაკორსკის ბიბლიოთეკკას ეწოდა დონელი მწერლის ვიტალი ზაკრუტკინის სახელი.

2016 წლის 1 იანვრის მონაცემებით ბიბლიოთეკის ფონდი მოიცავდა 66 635 ეგზემპლარს. მკითხველთა რაოდენობა იყო - 8 943. ბიბლიოთეკის დირექტორი არის ირინა ბელოკური[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Сведения о библиотечном строительстве. Госархив Ростовской области. ф. п. 2443. оп. 2. д. 5193.
  • Сведения о работающих районных библиотеках Ростовской области на 1 июня 1943 года. Госархив Ростовской области. ф. р. 4045 оп. 1. д. 80.
  • Сведения о состоянии библиотечной работы. Госархив Ростовской области. ф. р. 3737 оп. 2. д. 261.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]