შინაარსზე გადასვლა

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ნაძალადევის რაიონი
წინა სახელები აუზის ქუჩა, რეზერვუარის ქუჩა, სვეტლანა ალილუევის ქუჩა

სელიმ (სოლომონ) ხიმშიაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ნაძალადევის რაიონში (ნაძალადევი). ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩიდან ნოვოროსიისკის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წლის შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც აუზის ქუჩა. 1923 წლის — რეზერვუარის, 1958 — სერგეი ალილუევის, 1992 წელს სელიმ (სოლომონ) ხიმშიაშვილის სახელი ეწოდა.