სეთურნის სამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სეთურნის სამარხი — არქეოლოგიური ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სეთურნში.

ნასოფლარ საყურიანის სიახლოვეს, მინდორში, დაფიქსირდა წრიული ქვაყრილი, რომელიც რამდენიმე წყება, წვრილი და საშუალო ზომის ნატეხი ქვებისგანაა შედგენილი. ყრილი, თანამედროვე მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 10სმ-ითაა აცილებული და ვიზუალური დაკვირვების მიხედვით, ჩადის სიღრმეშიც. ყრილის დიამეტრია 3,20 მ. ჩრდილოეთის მხარეს, ქვაყრილის გარკვეული მონაკვეთი დარღვეულია, ხოლო ქვაყრილის ცენტრი ოდნავ ჩაქცეული. სამარხის ჩაქცეულ ნაწილში მცენარეებია ამოსული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39283