სეეს ნოტებოომი
სეეს ნოტებოომი (დ. 31 ივლისი, 1933) — ნიდერლანდელი რომანისტი, პოეტი და ჟურნალისტი. ცნობილია რომანით „რიტუალები“ (1980), რომლისთვისაც 1983 წელს პეგასის პრემია მოიპოვა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სეეს ნოტებოომი 1933 წელს დაიბადა ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში.[14] მამამისი მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, 1945 წელს, ბრიტანელთა საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. დედამისი 1948 წელს ხელახლა დაქორწინდა. კათოლიკე მამინაცვალმა ნოტებოომი რამდენიმე რელიგიურ სკოლაში შეიყვანა, მათ შორის იყო ფრანცისკანელთა და ავგუსტინელთა სკოლები. საშუალო განათლების მიღება მან უტრეხტის ღამის სკოლაში დაასრულა.[15]
ქალაქ ჰილვერსუმის ბანკში მუშაობის შემდეგ ნოტებოომი ევროპაში მოგზაურობდა. მწერლობის გარდა იგი მუშაობდა ყოველკვირეული გაზეთებისთვის: Elsevier (1957-1960) და de Volkskrant (1961-1968). 1967 წელს იგი ჟურნალ Avenue-ის სამოგზაურო რედაქტორი გახდა.
1957 წელს იგი სურინამისკენ მიმავალ სატვირთო გემზე მეზღვაურად მოეწყო, რათა თანხა გამოემუშავებინა და თავისი პირველი მეუღლისთვის, ფენი ლიჩტველდისთვის, ხელი ეთხოვა. ისინი დაქორწინდნენ, თუმცა 1964 წელს გაიყარნენ. ნოტებოომს ასევე ურთიერთობა ჰქონდა მომღერალ ლიზბეტ ლისტთან.
2019 წელს 2 სექტემბერს ნოტებოომი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო დოქტორი გახდა.[16]
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნოტებოომის პირველი რომანი „ფილიპი და სხვები“ 1954 წელს გამოიცა და ანა ფრანკის პრემია მოიპოვა. 1963 წელს გამოქვეყნდა მისი მეორე რომანი „რაინდი მოკვდა“, რის შემდეგაც 17-წლიანი პაუზა ჰქონდა აღებული. ამ დროის მანძილზე იგი მუშაობდა საგაზეთო პუბლიკაციებზე და პოეზიასა და სამოგზაურო წიგნებს წერდა.
ნოტებოომს სამშობლოში ფართო აღიარება მოუტანა 1980 წელს გამოქვეყნებულმა მესამე რომანმა „რიტუალები“, რომლისთვისაც მან პეგასის პრემია მიიღო. „რიტუალები“ მწერლის პირველი რომანია, რომელიც ინგლისურ ენაზე ითარგმნა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119049422 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://www.boersenblatt.net/artikel-horst-bienek-preis_fuer_lyrik.1560859.html
- ↑ https://www.kunstkultur.bka.gv.at/staatspreis-fur-europaische-literatur
- ↑ https://www.telegraaf.nl/entertainment/1299453/cees-nooteboom-getrouwd
- ↑ https://www.dbnl.org/tekst/bekk004ikha01_01/bekk004ikha01_01_0015.php
- ↑ https://www.trouw.nl/home/cees-nooteboom-ik-laat-mijzelf-hier-achter-en-ga-weg-~ab171a34/
- ↑ https://www.debezigebij.nl/auteurs/simone-sassen/
- ↑ Dick Welsink, "Cees Nooteboom: een leven in data", Cees Nooteboom. Ik had wel duizend levens en ik nam er maar één! (1997). Retrieved on 2012-10-10.
- ↑ Biography : Cees Nooteboom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-18. ციტირების თარიღი: 2010-07-17
- ↑ UCL awards Honorary Doctorate to Cees Nooteboom.