სებასტიანიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეფე სებასტიან I

სებასტიანიზმი — რწმენა პორტუგალიურ და ბრაზილიურ მითოლოგიაში, რომლის მიხედვითაც პორტუგალიის მეფე სებასტიან I პორტუგალიისთვის ყველაზე მძიმე სიტუაციაში დაბრუნდება ქვეყნის გადასარჩენად. სებასტიანიზმი თავიდან გაავრცელა მღვდელმა, ანტონიო ვიეირამ, რომელსაც ბევრი თანამოაზრე გამოუჩნდა და მალევე მთელს პორტუგალიასა და მის კოლონიებში დაამკვიდრა მითი მეფის შესაძლო დაბრუნებაზე.

გმირის დაბადება და მითი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სებასტიან I პორტუგალიის სამეფოს სათავეში იდგა 1554-1578 წლებში. მმართველობის პირველი 15 წელი მცირეწლოვნობის გამო იეზუიტების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. ის გატაცებული იყო სამხედრო კამპანიებით და გეგმავდა ჯვაროსნული ლაშქრობებს მაროკოში მცხოვრები მავრების წინააღმდეგ. 1578 წელს სათავეში ჩაუდგა პორტუგალიელთა ფლოტს, გადალახა გიბრალტარის სრუტე და მცირე ბრძოლების შემდეგ მიადგა ტანჟერს. უშედეგო ალყის შემდეგ გაიმართა ბრძოლა, რომელშიც მეფე სებასტიანი დაიღუპა. მისი ცხედარი ვერ აღმოაჩინეს 1598 წლამდე.

ავისის დინასტია გაწყვეტის პირას იდგა, რადგან სებასტიანი უშვილოდ დარჩა. მისი გარდაცვალებიდან 2 წელში პორტუგალიაში გაბატონდნენ ჰაბსბურგები. მათი მმართველობით უკმაყოფილო პორტუგალიელები ხშირად აჯანყებებს აწყობდნენ. 1584, 1585, 1595 და 1598 წლებში მრავალმა პორტუგალიელმა დაიბრალა „სებასტიანობა“, თუმცა უშედეგოდ.

სებასტიანიზმის გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1630-ინაი წლებიდან ანტონიო ვიეირამ საბოლოოდ დააფუძნა სებასტიანიზმი და პორტუგალიელ ხალში უფრო განამტიკცა იმის იმედი, რომ ერთ დღეს მათი "დაკარგული" მეფე დაბრუნდებოდა და ყველა მტერს გაუსწორდებოდა ქვეყნის გადასარჩენად. 1640 წელს ჰაბსბურგების ჩამოგდებისა და სამეფოს აღდგენი შემდეგ მრავალი პორტუგალიელი ამტკიცებდა იმას, რომ სებასტიანი ქვეყნის ახალი მეფის, ჟუან IV-ის სახელით დაბრუნდა. 1755 წელს, ლისაბონში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრა ხალხის აზრით სწორედ სებასტიანის განრისხება იყო ქვეყნის იმდროინდელი სამეფო ხელისუფლების მიმართ.

მალე სებასტიანიზმი გავრცელდა ბრაზილიაშიც. 1889 წელს ბრაზილიის ძველი რესპუბლიკის დაფუძნების დროს, მისი ახალი პრეზიდენტი, დეოდორუ და ფონსეკა ხალხმა სებასტიანად ჩათვალა. ეს ცრურწმენა XX საუკუნეშიც აქტუალური იყო, მაგრამ მალევე მისი მიმდევრების რიცხვი საკმაოდ შემცირდა. დღეს სებასტიანიზმი იმდენად გავრცელებული აღარ არის პორტუგალიურ ენებზე მოსაუბრე ქვეყნებში, მაგრამ მაინც არ კარგავს აქტუალურობას მისი მრავალწლიანი ისტორიის გამო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]